სტიქია მძვინვარებს, კადრები ძალიან მძიმეა კახეთიდან

სტიქია მძვინვარებს, კადრები ძალიან მძიმეა კახეთიდან

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა.

ინტენსიური წვიმის შემდეგ ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლებში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში.

“კვირაზე მეტია წვიმს და უხვი ნალექია. იმდენად დიდია წყლის რაოდენობა რომ სანიაღვრე არხები ვერ ატარებს და დაგვეტბორა სახლები, ეზოები და მოსავალი. სათბურები სულ წყალშია. გაგვინადგურდა ყველაფერი. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის, მაგრამ დავრჩით არაფრის გარეშე, არ ვიცით, რა იქნება”, – ამბობენ დაზარალებულები.

სტიქიის ზონაში ჩავიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი. მათი თქმით სამაშველო სამსახურთან ერთად აქტიურად მიმდინარებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
08.01.26, პოლიტიკა
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა – რა ვითარებაა ქალაქში?
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა – რა ვითარებაა ქალაქში?
28.03.26, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
31.08.25, საზოგადოება / ეკონომიკა
ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს?
ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს?
04.01.26, ეკონომიკა