ცნობილი გახდა თბილისში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი მოკლული გოგონას ვინაობა – „ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო“

ცნობილი გახდა თბილისში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი მოკლული გოგონას ვინაობა – „ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო“

„2026 წლის 26 ივნისს, საქართველოში, ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს ჩვენი დის, 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვას ცხედარი“, – წერს გარდაცვლილი კერიმოვას ახლობელი

წინასწარი მონაცემებით, გოგონა თბილისში, თავის მეგობარ ბიჭთან ერთად წავიდა. ისინი იქ ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავდნენ. გოგონას ახლობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. როდესაც ფული გამოელიათ, მისმა მეგობარმა ბიჭმა ის ქუჩაში მარტო დატოვა.

ქუჩაში ფატიმამ ერთი გოგონა გაიცნო. ფატიმა ქუჩაში დარჩა დახეული საბუთებით, მობილურისა და ფულის გარეშე. გოგონამ დახმარება შესთავაზა და ჰკითხა, ახლობლებიდან ვინ შეძლებდა ჩამოსვლას და მის წაყვანას. ფატიმამ თავისი ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი მისცა.

ბიძაშვილი ჩამოვიდა და ფატიმა წაიყვანა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი განზრახვა სრულიად სხვა იყო… მას ფატიმა ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო. ეჭვმიტანილმა ფატიმას ცხედარი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს გამოძიება. გოგონა სრული ობოლი იყო – ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავდა. მას 19 წლის უმცროსი და დარჩა.

„გთხოვთ, მაქსიმალურად გაახმაუროთ ეს ამბავი! საჭიროა მედიის, ფემინისტების, იურისტებისა და ბლოგერების ჩართვა“, – წერს სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი გოგონას ახლობელი.

დღეს უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, ახალგაზრდა აზერბაიჯანელი გოგო მოკლეს.
წყარო: resonancedaily. com


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა… – უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე
პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა… – უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე
20.04.26, რელიგია
„წელს აიღო ჩუმად მართვის მოწმობა, დედას ძალიან არ უნდოდა, რომ მის შვილს მოტოთი ევლო… დედაც და ძმაც ძალიან ცუდად არიან“ – რას ჰყვება 21 წლის ბაიკერი გოგოს დაღუპვაზე ოჯახის ახლობელი?
„წელს აიღო ჩუმად მართვის მოწმობა, დედას ძალიან არ უნდოდა, რომ მის შვილს მოტოთი ევლო… დედაც და ძმაც ძალიან ცუდად არიან“ – რას ჰყვება 21 წლის ბაიკერი გოგოს დაღუპვაზე ოჯახის ახლობელი?
18.06.26, საზოგადოება
დედისთვის მოპარულ მანქანას რომლის საჭესთან გოგონა იჯდა ავარია მოუვიდა, რაც 16 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპივით დასრულდა.
დედისთვის მოპარულ მანქანას რომლის საჭესთან გოგონა იჯდა ავარია მოუვიდა, რაც 16 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპივით დასრულდა.
04.06.26, საზოგადოება