სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”

სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ კა­ხეთ­ში. სო­ფელ შილ­და­ში 51 წლის კაც­მა სა­კუ­თარ სახ­ლში მყოფ მე­გო­ბარს ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით 48 წლის კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მოკ­ლუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 48 წლის კაცი ნო­დარ ასა­ბაშ­ვი­ლია, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი 51 წლის ლე­ვან ჩი­ტაშ­ვი­ლი.”ყვე­ლა­ფე­რი 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს და­ი­წყო, ასა­ბაშ­ვი­ლი მეკვლედ იმ­ყო­ფე­ბო­და მე­გო­ბარ­თან. იქ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ბევრ რა­მეს ჰყვე­ბი­ან, ეს ახლა სა­ლა­პა­რა­კოც არაა. ნო­და­რი ანუ მოკ­ლუ­ლი ნა­ცე­მიც ყო­ფი­ლა, ხელი აქვს მო­ტე­ხი­ლი. ანუ იმ ღა­მეს ჩი­ტაშ­ვილ­სა და ასა­ბაშ­ვილს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფი­ლა.. ამის მერე რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და და გუ­შინ ჩი­ტაშ­ვილ­მა მი­ა­კი­თხა ასა­ბაშ­ვილს სახ­ლში და სას­ტი­კად მოკ­ლა, ყელი გა­მოჭ­რა” – უყვებიან “ამბები.ge” – ს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 51 წლის კაცი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108 – გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი – 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ჩ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და რომ, ბრალ­დე­ბულ­მა ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა 1977 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ა.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”,- ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


#მკვლელობა, კახეთი
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
რატომ გადაწყვიტა ზურაბ ბურდულმა ყოფილი მეუღლის მოკვლა და დაწვა? – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა კაცზე, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება?
რატომ გადაწყვიტა ზურაბ ბურდულმა ყოფილი მეუღლის მოკვლა და დაწვა? – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა კაცზე, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება?
29.09.25, საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
28.08.25, საზოგადოება
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
07.08.25, საზოგადოება
“თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ… ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის…” – რას ყვება გიგა ავალიანის დედა ?
“თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ… ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის…” – რას ყვება გიგა ავალიანის დედა ?
26.10.25, საზოგადოება