„ბათუმში, ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა სხვისი შვილი, თავისი 3 წლის პატარა კი ზღვის ნაპირზე დატოვა“ – ვინ არის ქალი, რომელმაც ზღვაში დახრჩობისგან პატარა ბიჭი გადაარჩინა

„ბათუმში, ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა სხვისი შვილი, თავისი 3 წლის პატარა კი ზღვის ნაპირზე დატოვა“ – ვინ არის ქალი, რომელმაც ზღვაში დახრჩობისგან პატარა ბიჭი გადაარჩინა

103-ე ბაგა ბაღის თანამშრომელმა, 29 წლის ლელა ფანტენაძემ ბათუმში, ზღვაში დახრჩობისგან პატარა ბიჭი გადაარჩინა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში ვრცელდება

პოსტი ბათუმის ჯგუფიდან :

„დღეს სანრემოს ხიდთან, ბიჭი რომ დახრჩობას გადაარჩინე, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. ამ გოგოს გარდა, კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მითუმეტეს ბავშვებთან ერთად იყო.შენ იბედნიერე შენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ .თუ წაიკითხავთ, გამოგვეხმაურეთ, მე შორს ვიყავი, რომ დამენახეთ და დამემახსოვრებინეთ, თუმცა დღეს ყველა იქ მყოფი შენზე საუბრობდა. ყოჩაღ, ასე რომ გარისკე საკუთარი სიცოცხლე…მე რომ მოვედი, თქვენ უკვე წასული იყავით“, – წერს მელ გორგაძე.

მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება ასევე გლდანის დახურულ ჯგუფში. „მინდა იცნობდეთ ამ საოცარ ადამიანს, ჩვენი უბნის მკვიდრს, 103-ე ბაგა ბაღის თანამშრომელს, რომელმაც ბათუმში ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა სხვისი შვილი და ამ დროს თავისი 3 წლის პატარა ზღვის ნაპირზე დატოვა.

დაუფიქრებლად გადაეშვა ტალღებში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, თავისი სიცოცხლე მცირეწლოვან შვილთან ერთად კი სასწორზე დადო.

ამას იმიტომ ვწერ რომ გული მტკივა ზოგჯერ ისეთებს გამოისვრით ხოლმე აღმზრდელების მიმართ რომ, ღირსება შელახული, უთავმოყვარეო ფულზე გაყუდულები გგონივართ. ჩვენც გვაქვს გული და ჩვენც ადამიანები ვართ. გმირი ხარ“.

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
“არის ვარაუდი, რომ შიშისგან გული გაუსკდა… მარნეულიდან იყვნენ ჩასულები, ოთხნი იყვნენ ერთად შესული წყალში” – ურეკში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
“არის ვარაუდი, რომ შიშისგან გული გაუსკდა… მარნეულიდან იყვნენ ჩასულები, ოთხნი იყვნენ ერთად შესული წყალში” – ურეკში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
18.06.26, საზოგადოება
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
22.11.25, საზოგადოება
“20 წლის ვარ, ცოლად რომ გავყევი 16 წლის ვიყავი, ფეხმძიმედ დავრჩი… ბავშვები 2 თვის იყვნენ, სოფელში ვიყავით წასულები და ამ დროს თავის პოლიციელ ნათესავს ეუბნება…” – ამბავი, რომელმაც სოციალური სივრცე შეძრა

20.12.25, საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
ვინ აღმოჩნდა კაცი, რომელსაც ავარიაში მძიმედ დაშავებული ბიჭის მამა ეძებდა
ვინ აღმოჩნდა კაცი, რომელსაც ავარიაში მძიმედ დაშავებული ბიჭის მამა ეძებდა
06.09.25, საზოგადოება