"გაუფრთხილებია ბავშვები, ნუ იცინითო, გამოიტანა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა... ამათ დაძრეს მანქანა და..." - თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

"გაუფრთხილებია ბავშვები, ნუ იცინითო, გამოიტანა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა... ამათ დაძრეს მანქანა და..." - თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლია. მან სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა და ცხოვ­რე­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და, თუმ­ცა არ აცა­ლეს.
მკვლე­ლო­ბა­სა და დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა კა­პა­ნა­ძეა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. კა­პა­ნა­ძემ და­კა­ვე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია - ის ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი ხელ­ზე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფი­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

რას ჰყვე­ბი­ან და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლე­ბი?
"4-5 გას­რო­ლის ხმა იყო, მერე ბავ­შვე­ბის კი­ვი­ლი გა­ვი­გე. გად­მო­ვი­და ბავ­შვი, მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა, არც ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ, არა­ფე­რი. თავ­დამ­სხმე­ლი არც და­მი­ნა­ხავს, ძაღ­ლი მყავ­და გა­მოყ­ვა­ნი­ლი და გო­გო­ნებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ამ­ბო­ბენ, რომ უბ­რა­ლოდ გა­ი­ა­რა და მან­ქა­ნა­ში ის­რო­ლაო. მა­ნამ­დე ჩხუ­ბი არ ყო­ფი­ლა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიმ­შვი­დე იყო. სის­ხლი რომ და­ი­ნა­ხეს ბავ­შვებ­მა მერე შე­შინ­დნენ. ერთი უფრო მძი­მედ იყო. და­ნარ­ჩე­ნე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ და მერე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მხარ­ში დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სი­ში დაჭ­რილ ქალს, ამ­ბო­ბენ, რომ ზე­ვით რომ წა­ვი­და მერე ეს­რო­ლაო. შოკ­ში იყ­ვნენ ბავ­შვე­ბიც. ის, ვინც მძი­მედ იყო, თა­ვი­დან გონ­ზე იყო, მე მგო­ნი და­აგ­ვი­ა­ნა სას­წრა­ფომ მოს­ვლა. ხალ­ხი ყვი­რო­და სად არის სას­წრა­ფოო. სა­კა­ცით გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი"

"ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ ქალს შვი­ლი მო­უკ­ლეს, ნეტა გა­ნა­ხათ, რა ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ვიცი, რომ ვი­ღაც გიჟ­მა ეს­რო­ლა. მოწ­მე ჰყავთ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი, მის თვალ­წინ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვად მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას და­კი­თხვა­ზე. ბავ­შვებს ზე­ვით ეს­რო­ლეს და ქვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ, გვიშ­ვე­ლე­თო. ის კაცი არა­ნორ­მა­ლუ­რი იყო, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ია­რა­ღი ჰქონ­დეს დღე­ვან­დელ დღეს. რა ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ორ­მეტ­რი­ა­ნე­ბი, კალ­მით და­ხა­ტუ­ლე­ბი" - ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი "ტვ პირ­ველ­თან".


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
13.02.26, საზოგადოება / კრიმინალი
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
20.01.26, საზოგადოება
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
23.02.26, საზოგადოება
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ჩაკეტილ მანქანაში ორი ბავშვი დაიღუპა
ჩაკეტილ მანქანაში ორი ბავშვი დაიღუპა
30.06.26, მსოფლიო
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება