“შორენა ონიანის ხსოვნას” – მშობიარობის შემდეგ ტრაგიკულად გარდაცვლილ შორენა ონიანს ლექსი მიუძღვნეს

“შორენა ონიანის ხსოვნას” – მშობიარობის შემდეგ ტრაგიკულად გარდაცვლილ შორენა ონიანს ლექსი მიუძღვნეს

გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს, რომელიც მის გარდაცვლილ მეუღლეს შორენა ონიანს მიუძღვნეს.

ლექსის ავტორი დაზმირი ონიანია.

დედის ხატება

ჩემი სიკვდილით დაიწყო
თქვენი სიცოცხლე შვილებო,
ჩემი სხეულის ნაწილნო,
თვით სიცოცხლეზე ტკბილებო.
ჩემო დაჩი და დანიელ,
სასოებით გთხოვთ ამას,
ხშირად გული არ ატკინოთ ჩემით დატანჯულ მამას.
ბებია-ბაბუების კი
მუდამ იცოდეთ ყადრი,
თვალს ცრემლი შეუშრობელი,
მოსწმინდეთ,ჰქენით მადლი.
რადგან განგებამ გარგუნათ
ობლობის ხვედრი მწარე,
არ დაივიწყოთ დედული,
თქვენი დედიკოს მხარე.
დედა ვარ,სიკვდილს ვაჯობებ,მაინც გავიკვლევ გზასაო,
ზამთარშიც მოგელანდებით,
მოვალ თქვენს სასთუმალსაო.
ლოყებზე მოგეფერებით,
გულზე გადაგწერთ ჯვარსაო,
სუყველას გადაგივარცხნით,
მაგ ჩემს ნაფერებ თმასაო.
ჟახუნდერშიაც ამოვალ,
თქვენ ვერ შემავლებთ თვალსაო,
მოვივლი,შემოულოცავ,
მშობლიურ ეზო-კარსაო
ვაი,დედიკოს რომ იტყვით,
აქეთ გავიგებ ხმასაო,
მე სიკვდილს არ მოვუკლავარ,
მე თქვენზე დარდი მკლავსაო.
კაცურ ცხოვრებით იცხოვრეთ,
მთაში იქნეთ თუ ბარშია,
თუ ვინმე იყოს,
თქვენც იყოთ ცხელიშვილების გვარშია.
სპორტის გზას თუკი აირჩევთ,
ვანოს მაგის თქმა რად უნდა,
ორივეს გულში ჩაგიკრავთ,
როგორაც შვილებს საკუთარს.
საფლავზე ხშირად იარეთ და ხვედრიც ნუ გაგაოცებთ,
ყოველ მოსვლაზე ორივემ ქვაზე დახატულს მაკოცეთ.
ყოველ ზაფხულში გისურვებთ
ლაშხეთის მთების ცქერასა,
,,კაცი ვერსაით წაუვა,
თავისსა ბედისწერასა”
ბიჭებს ობლებად დარჩენილთ,
მამა გაგიკვლევთ გზასაო,
ქალს დედობისთვის გაჩენილს,
სიკვდილი ვერა ჰკლავსაო.
ჩემი საუბრის დასასრულს,
თხოვნა მექნება ერთი,
არ დაივიწყოთ დედიკო
თქვენი გამჩენი ღმერთი.


#შორენა ონიანი, ლექსი, პოეზია, შემთხვევა, ტრაგიკული შემთხვევა
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
“ცოტახანს მამიკო მეტ ვიდეოს ვერ მოგაწვდით” – გიგა ცხელიშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს
“ცოტახანს მამიკო მეტ ვიდეოს ვერ მოგაწვდით” – გიგა ცხელიშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს
06.08.25, საზოგადოება
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – რამ გამოიწვია ახალგაზრდა ცოლ-ქმარის დაღუპვა ?
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – რამ გამოიწვია ახალგაზრდა ცოლ-ქმარის დაღუპვა ?
26.08.25, საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
ეზოთერიკოსებმა დაასახელეს 5 ნივთი, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
ეზოთერიკოსებმა დაასახელეს 5 ნივთი, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
28.08.25, საზოგადოება