ამას არავინ ელოდა! – ყაველაშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება გამოაცხადა

ამას არავინ ელოდა! – ყაველაშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება გამოაცხადა

მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

,,გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს.
თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას.

მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.


#პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შეწყალება, პატიმარი
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
31.08.25, საზოგადოება / ეკონომიკა
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
28.08.25, საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
06.08.25, საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება