ცნობილია ვინ დაეჯახა 32 წლის ახლაგაზრდა მამაკაცს ის დაკავებულია. ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა ის?

ცნობილია ვინ დაეჯახა 32 წლის ახლაგაზრდა მამაკაცს ის დაკავებულია. ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა ის?

32 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი, ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვი­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა გურ­ჯა­ა­ნი-ბა­კურ­ცი­ხის შე­მოვ­ლით გზა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დეგ მძღო­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახალ­გაზ­რდას ეძებ­დნენ, რად­გან სახ­ლში არ დაბ­რუნ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გზა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ცოტა მო­შო­რე­ბით, გზის პი­რას იყო და­ღუ­პუ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

  • ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია ქალი, რო­მე­ლიც 32 წლის ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვილს მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა და მი­ი­მა­ლა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ambebi.ge-ს შსს-ში და­უ­დას­ტუ­რეს.

ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვი­ლი გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში ცხოვ­რობ­და დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად. გლო­ვაა მის სო­ფელ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ითხო­ვენ დამ­ნა­შა­ვის გა­მოვ­ლე­ნას და დას­ჯას.

“ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია მომ­ხდა­რი. გარ­დაც­ვლი­ლია ვა­ლე­რი მა­თი­აშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა. ადრე და­ობ­ლდა, ძმებს მამა გარ­და­ეც­ვა­ლათ და დე­დამ ობ­ლო­ბა­ში გა­ზარ­და. ორი­ვე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლე­ბი არი­ან. დე­დას მხარ­ში ედგნენ. ვა­ლე­რი მე­ქა­ნი­ზა­ტო­რი იყო, ტრაქ­ტორ­ზე მუ­შა­ობ­და, 32 წლის, უაღ­რე­სად კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი, მლოც­ვე­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ბიჭი იყო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თი თქვა, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ მას­ზე. ყვე­ლას უყ­ვარ­და სო­ფელ­ში. ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და, ტრაქ­ტო­რით და­დი­ო­და შე­წამ­ვლა­ზე, მრა­ვალ­წლი­ან კულ­ტუ­რებ­ზე, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მომ­ხმა­რე­ბელს.

მარ­თლაც ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი აღარ არის. რა მოხ­და, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია. სო­ფელ­ში რო­გორც სა­უბ­რო­ბენ, დი­ლით გა­ვი­და სა­ვარ­ჯი­შოდ, ყო­ველ დი­ლას დარ­ბო­და, ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, ფი­ზი­კუ­რად ვარ­ჯი­შობ­და, რომ ფორ­მა­ში ყო­ფი­ლი­ყო – ძლი­ე­რი ბიჭი იყო, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად

ყველას უყვარდა სოფელში და დღეს ყველა განიცდის ამ ტრაგედიას. თავისი მანქანით იყო წასული, მერე მანქანა გაუჩერებია და ფეხით, ძუნძულით დარბოდა ნელ-ნელა დილით, როგორც ხდება ხოლმე. იმ დილით, ვარჯიშის დროს, შემოვლით გზაზე, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით სავარაუდოდ, ამ შემოვლით გზაზე დაეჯახა მანქანა. დანარჩენი ინფორმაცია ამ ეტაპზე არა მაქვს. სავარაუდოდ, შეჯახების შედეგად არის გარდაცვლილი. რაიმე სხვა საგნით დაზიანება სხეულზე მას არ აღენიშნება. ექსპერტიზაც ჩატარებულია, გამოძიება დაწყებულია და გაირკვევა ყველაფერი.

გზაზე უპოვიათ გარდაცვლილი თანასოფლელებს. დანარჩენი არაფერი ვიცით, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ახლა აქ ვარ ოჯახში სამძიმარზე მოსული და ყველა განიცდის. ძალიან დიდი ტრაგედიაა ახალგაზრდა კაცის სიკვდილი. ჩართულები არიან შესაბამისი უწყებები და რა თქმა უნდა, გამოვლინდება დეტალები, გაირკვევა რაც მოხდა”, - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ კარდენახში.


#შემთხვევა, კარდენახი
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
28.08.25, საზოგადოება
სამწუხაროდ არის მსხვერპლი – ხარაგაულში მეწყრული პროცესები გრძელდება. ვრცელდება საგანგაშო ვიდეოკადრები
სამწუხაროდ არის მსხვერპლი – ხარაგაულში მეწყრული პროცესები გრძელდება. ვრცელდება საგანგაშო ვიდეოკადრები
04.08.25, საზოგადოება
,,ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო… წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი…” – თბილისში მომხდარი საზარელი შემთხვევის ახალი დეტალები
,,ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო… წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი…” – თბილისში მომხდარი საზარელი შემთხვევის ახალი დეტალები
04.10.25, საზოგადოება
რატომ გადაწყვიტა ზურაბ ბურდულმა ყოფილი მეუღლის მოკვლა და დაწვა? – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა კაცზე, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება?
რატომ გადაწყვიტა ზურაბ ბურდულმა ყოფილი მეუღლის მოკვლა და დაწვა? – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა კაცზე, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება?
29.09.25, საზოგადოება