„თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან…“ – ექიმის რეკომენდაცია სიცხესთან დაკავშირებით

„თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან…“ – ექიმის რეკომენდაცია სიცხესთან დაკავშირებით

საქართველოში არსებული მაღალი ტემპერატურის გავლენასთან დაკავშირებით, ექიმი ლალი ჯანაშია მოქალაქეებს რჩევას უზიარებს.

ექიმი მოსახლეობას ურჩევს, თავი შეიკავონ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან.

„მოგესალმებით და მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის პრევენციის და გართულებების თავიდან აცილების მიზნით!
‼️გარდაუვალი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავეთ 11 საათიდან 19 საათამდე გარეთ ყოფნისგან!
‼️არ დაუშვათ პატარების დახურულ სივრცეში დატოვება, განსაკუთრებით ავტომობილში, რომელშიც ტემპერატურა სწრაფად აღწევს 17-დან 49° C მდე!
‼️განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 1 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში, რომელთა თერმორეგულაციის ცენტრი უმწიფარია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან! ხშირად გადაავლეთ გრილი დუში, რადგან ოფლის ჭარბ გამოყოფას ახლავს კანის პასუხი ე.წ. ნაოფლის გამონაყარის სახით, რომელსაც ქავილი და დისკომფორტი ახლავს!
‼️ჩააცვით ბავშვებს გრილი, ფართო და თხელი სამოსი, დამზადებული ნატურალური მასალისგან!
‼️შეძლებისდაგვარად უზრუნველყავით მოხუცების და ბავშვების ადგილსამყოფელი სავენტილაციო საშუალებებით!
‼️გარეთ არ უნდა იყონ:
1.მცირე ასაკის და ხანდაზმული
ადამიანები!
2.გულსისხლძარღვთა სისტემის,
ფილტვის უკმარისობის მქონე და
ასევე ჭარბწონიანი ადამიანები!
‼️ყველაზე მძიმე გართულებები:
1.გადახურებით გამოწვეული
კუნთების სპაზმი(კრუნჩხვა)!
2.სითბური გამოფიტვა!
3.სითბური გადახურება(ყველაზე
მძიმე გართულება)
‼️ თუ თქვენი ოჯახის წევრი დიდხანს დარჩა მაღალ ტემპერატურაზე და აღენიშნება ძლიერი სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, წნევის დაბალი ციფრები, ან ცხელება, რომელსაც არ ახლავს კატარალური მოვლენები, გადაიყვანეთ გადაუდებელი დახმარების დაწესებულებაში.
სიფრთხილისკენ მოწოდებასთან ერთად ჯანმრთელობას გისურვებთ!❤️
‼️P.S. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გამომრჩა, ან კითხვები გაგიჩნდათ, ჩაშალეთ კომენტარების ველში, ან მომწერეთ პირადი შეტყობინების სახით!“, – წერს ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში.


#სიცხე, ექიმის რეკომენდაცია
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
„17 წლის ბავშვმა სასწრაფოს მოსვლამდე მამას უწყვეტად გულ-ფილტვის რეანიმაცია გაუკეთა…“ – გიორგი ღოღობერიძე ემოციურ ისტორიას აზიარებს
„17 წლის ბავშვმა სასწრაფოს მოსვლამდე მამას უწყვეტად გულ-ფილტვის რეანიმაცია გაუკეთა…“ – გიორგი ღოღობერიძე ემოციურ ისტორიას აზიარებს
04.08.25, საზოგადოება
“ეს არის ყველაზე რთული ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია” – ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
“ეს არის ყველაზე რთული ვიდეო, რაც კი ოდესმე გადამიღია” – ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
04.08.25, საზოგადოება
ფოტო, რომელიც სოციალური ქსელების განხილვის საგნად იქცა: ჯერ კიდევ ვერ შენიშნეთ რატომ?
ფოტო, რომელიც სოციალური ქსელების განხილვის საგნად იქცა: ჯერ კიდევ ვერ შენიშნეთ რატომ?
05.08.25, საზოგადოება
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
06.08.25, საზოგადოება
10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა! – სად მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაცია ვრცელდება მძიმე ფაქტის შესახებ?
10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა! – სად მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაცია ვრცელდება მძიმე ფაქტის შესახებ?
05.08.25, საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება