„მომწერეს, ეს ბიჭი გარდაიცვალაო… ეს კადრები თვალებიდან არ ამომდის… “ – წვეულების ორგანიზატორი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„მომწერეს, ეს ბიჭი გარდაიცვალაო… ეს კადრები თვალებიდან არ ამომდის… “ – წვეულების ორგანიზატორი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

წვეულებების ორგანიზატორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს ერთ-ერთი საღამოდან, როდესაც დედის ხელის თხოვნის ცერემონიას მისი შვილიც დაესწრო. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ტრაგიკულად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ორგანიზატორის თქმით, მანამდე, სოცქსელში გავრცელებულ კადრებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

„მგონია გული გამისკდება ახლა… არც მჯერა… ამ ბიჭის ემოციები ყველას კარგად გვახსოვს… რამდენიმე კვირაც არაა გასული ჯერ ამ ლაივიდან… მომწერეს, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა… ეს კადრები თვალებიდან არ ამომდის…

რა უხარია, დედა გაათხოვაო? ახლა რას გრძნობთ ნეტა?? არ გრცხვენიათ თქვენი კომენტარების?? დედა იმედიანად დატოვა… ალბათ გრძნობა ამ ყველაფერს… ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები და ემოციები… არ მინდოდა ნეგატივის მოტანა თქვენთვის, მაგრამ ვერ ვჩერდები! როგორ ვტკენთ ერთმანეთს გულს არაფრის გამო. სხვისი სიხარულის გაზიარება აღარ შეგვიძლია… ახლა ხომ იტყვით, უი, საცოდავი, რა დაემართაო… ვინ იცის, რამხელა ტკივილი გაატანეთ თქვენი არაფრისმომცემი კომენტარების გამო…. ტკივილში უფრო გვერდით მდგომები… სიხარულის გაზიარებაში რატომ არ დაუდექით გვერდით? მისთვის გული რომ არ მეტკინა, კომენტარებიც ჩავხურე… უამრავი წავშალე… აეროპორტში ხელი ჩამომართვა, სიტყვას გაძლევ, ქორწილში შენც იქნებიო… ასეა ეს ცხოვრება… მე კი მივდივარ ახლა გაყინული, „ღიმილით“ რომ გავაგრძელო ბედნიერების წუთების მოპოვება… ვაგრძელებ, მაგრამ ვინ იცის, რა ხდება ჩემს გულში…“ – წერს ორგანიზატორი.

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
22.11.25, საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
16.12.25, საზოგადოება
“20 წლის ვარ, ცოლად რომ გავყევი 16 წლის ვიყავი, ფეხმძიმედ დავრჩი… ბავშვები 2 თვის იყვნენ, სოფელში ვიყავით წასულები და ამ დროს თავის პოლიციელ ნათესავს ეუბნება…” – ამბავი, რომელმაც სოციალური სივრცე შეძრა

20.12.25, საზოგადოება
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
06.08.25, საზოგადოება