გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგოების საქმეზე ბრალდებულის განაჩენი ცნობილია

გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგოების საქმეზე ბრალდებულის განაჩენი ცნობილია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის – მეგი ჯა­ი­ა­ნის, სა­ლო­მე გორ­გა­ძისა და ანა მა­ხა­რა­ძის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება
22.12.25, საზოგადოება
რკინის მილი უცებ ჩამოვარდა, სამსახურში წასულ კაცს დაეცა და იქვე დაიღუპა – როგორ და სად დატრიალდა უბედურება?
რკინის მილი უცებ ჩამოვარდა, სამსახურში წასულ კაცს დაეცა და იქვე დაიღუპა – როგორ და სად დატრიალდა უბედურება?
30.12.25, საზოგადოება
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
08.01.26, პოლიტიკა
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
16.12.25, საზოგადოება
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
16.12.25, საზოგადოება
რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელის საქმეზე
რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელის საქმეზე
19.12.25, საზოგადოება