„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა…“ – რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს?

„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა…“ – რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს?

მსახიობმა ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეო ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირს ფორმაში ჩადგომა. ნინომ ვიდეოში განაცხადა, რომ წონაში კლების მიზნით ქირურგიული ჩარევითაც დაინტერესდა, მაგრამ ერთ-ერთმა კლინიკამ ფინანსურ შეღავათზე უარი უთხრა.

ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, გამოსავალი გამოჩნდა და ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ უამბო.

– ბარიატრიის გაკეთება არ მინდა, რადგან სარეაბილიტაციოდ დიდი დრო სჭირდება და ამის არც დრო მაქვს და არც საშუალება, რადგან რომ დავჯდე არ ვიმუშაო ჩემს შვილს ვინ აჭმევს. ჩემი ჭარბი წონა არ არის ზედმეტი კვებით გამოწვეული, ეს გამოიწვია არასწორმა კვებამ. თან მაქვს მაღალი კორტიზოლი და მაღალი გლუკოზა.

კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, გაიძულებს ცუდი რაღაცების ჭამას, ცხიმის სახით მარაგს იკეთებს ორგანიზმში, გლუკოზა ამას აკავებს და ხდება კატასტროფული მატება. სამწუხაროდ აღმომაჩნდა იმ პრეპარატის მიუღებლობა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს. გავიგე, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც კეთდება კონკრეტულ კლინიკაში, მაგრამ ბარიატრიულ ოპერაციაზე ბევრად მარტივია და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ ხდება წონის სწრაფი კლება, რაც შემდგომ კანის მოშვებას იწვევს.

ვესაუბრე კლინიკის წარმომადგენელს, რომ მათთან ენდოსკოპიური ბარიატრია ბარტერით გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსურ შეღავათზეც უარი მივიღე. ეს ოპერაცია 17 000 ლარი ჯდებოდა, თან არცერთი დაზღვევა არ ანაზღაურებდა.

ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, დამირეკა კლინიკა „ვივა მედის“ წარმომადგენელმა, მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს და გაუკეთეთ რაც სჭირდებაო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ ამ ზარმა როგორ გამახარა, აუცილებლად გადავუხდი პირადად დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს.

წყარო: პრაიმტაიმი

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
„რა ხდება თქვენს ორგანიზმში „კოლას“ მიღებიდან ერთ საათში“ – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება!
„რა ხდება თქვენს ორგანიზმში „კოლას“ მიღებიდან ერთ საათში“ – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება!
18.08.25, ჯანრმთელობა
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
22.11.25, საზოგადოება
“20 წლის ვარ, ცოლად რომ გავყევი 16 წლის ვიყავი, ფეხმძიმედ დავრჩი… ბავშვები 2 თვის იყვნენ, სოფელში ვიყავით წასულები და ამ დროს თავის პოლიციელ ნათესავს ეუბნება…” – ამბავი, რომელმაც სოციალური სივრცე შეძრა

20.12.25, საზოგადოება
ვიცი გაინტერესებთ, როგორ დავიკელი 15 კილო. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ჩემი დიეტა, როგორ დაიკლო ლელა წურწუმიამ 15 კილო?
ვიცი გაინტერესებთ, როგორ დავიკელი 15 კილო. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ჩემი დიეტა, როგორ დაიკლო ლელა წურწუმიამ 15 კილო?
30.08.25, საზოგადოება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება