პირველკლასელთა რეგისტრაციაზე დამატებითი ინფორმაცია გავრცელდა

პირველკლასელთა რეგისტრაციაზე დამატებითი ინფორმაცია გავრცელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს, 3 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.

ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. მისამართის განსაზღვრისას, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს.

სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 10 სასკოლო უბანი: ისანი; სამგორი; ვაკე; საბურთალო; დიდუბე; ჩუღურეთი; გლდანი; ნაძალადევი; მთაწმინდა; კრწანისი.

მშობელს შეუძლია, აირჩიოს სკოლა ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში. ასევე, თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებულ ბავშვის მშობელს შესაძლებლობა აქვს, რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო ან საავტომობილო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს.

ქუთაისი – 5 სასკოლო უბანი: სასკოლო უბანი – ავტოქარხანა; სასკოლო უბანი – გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი; სასკოლო უბანი – ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა; სასკოლო უბანი – ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია; სასკოლო უბანი – ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი.

ბათუმი – 4 სასკოლო უბანი: სასკოლო უბანი – ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი; სასკოლო უბანი – ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი; სასკოლო უბანი – თამარი, მწვანე კონცხი; სასკოლო უბანი – გონიო, აეროპორტი, სამრეწველო.

რუსთავი – 3 სასკოლო უბანი: სასკოლო უბანი – დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული; სასკოლო უბანი – ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული; სასკოლო უბანი – გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.

რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს – აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.


#სკოლა, პირველკლასელთა რეგისტრაცია
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
რომელი რეგულაციები ამოქმედდება დღეიდან – იხილეთ ჩამონათვალი
რომელი რეგულაციები ამოქმედდება დღეიდან – იხილეთ ჩამონათვალი
01.12.25, საზოგადოება
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
08.01.26, პოლიტიკა
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
16.12.25, საზოგადოება
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრიდან ამოქმედდება
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრიდან ამოქმედდება
29.09.25, საზოგადოება
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
31.08.25, საზოგადოება / ეკონომიკა
1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
30.12.25, საზოგადოება