ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს

ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს, რომ დიდი ფული გამოძალათ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა.

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, 27 მარტს რუსეთიდან ჩამოსულებიდან ერთ-ერთს მობილურზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, ხელოსნები მივიდნენ და მესამე სართულიდან ეზოში უნდა ჩასულიყო. „შაბათის ეთერის" მოპოვებულ ვიდეო ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოდან ღამის პირველ საათზე კორპუსიდან ნამდვილად ჩადის, მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ არის. რამდენიმე ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის.

ეზოდან, სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად, სახლში კრიმინალური ბანდა დახვდა, ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე განეიტრალებულები იყვნენ მისი მეგობრები.

ირკვევა, რომ შეირაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების ტელეფონები გახსნეს, თუმცა დიდი ფული, მათ კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა რუსეთის მოქალაქეებს ცულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად, რადგან წამების ამ ფორმით თაბვდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანილ მიშაევიცგახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ.

თითქმის 12 საათიანი წამების შემდეგ ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აიტი სპეციალისტიმიიყვანეს. 25 წლის შოთა გაგლოშვილიპოლიციამ სამი დღის წინ დააკავა. რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გადამალულ ფულს რაც ადგილზე მიყვანილმა ტექმოლოგიებისსპეციალისტმაც ვერ მიაგნო. ამის შემდეგ გადაწყდა, პეტერბურგელების ჯგუფის სამივე წევრი გაეტაცებინათ.

საბოლოოდ, ნაწამებ ახალგაზრდები მარნეულში გაიტაცეს, ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიცია რამეს გაუგებდა, ამ კადრებს გაუვრცელებდნენ.

მძიმე დანაშაულის ბრალდებით 7 პირია დაკავებული.

წყარო: cnews .ge

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
“20 წლის ვარ, ცოლად რომ გავყევი 16 წლის ვიყავი, ფეხმძიმედ დავრჩი… ბავშვები 2 თვის იყვნენ, სოფელში ვიყავით წასულები და ამ დროს თავის პოლიციელ ნათესავს ეუბნება…” – ამბავი, რომელმაც სოციალური სივრცე შეძრა

20.12.25, საზოგადოება
ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა
ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა
27.04.26, საზოგადოება
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრიდან ამოქმედდება
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრიდან ამოქმედდება
29.09.25, საზოგადოება