,,დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

,,დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

გუშინ გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ლალი პაპიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამსახურიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდა ქალს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა. მისი გადარჩენა ფაქტის თვითმხილველებმა და ტრაგედიის ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანა ჯერ ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე მყოფ ახალგაზრდა ქალს. ამ ფაქტს გარდაცვლილი ქალის თანამშრომლებიც შეესწრნენ, ისინი ერთად გამოვიდნენ სამსახურიდან და სახლებში მიდიოდნენ. ძალიან უჭირთ ფაქტის თვითმხილველებს მომხდარზე საუბარი.

“მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. მძღოლი “ბასლაინზე” მოქროდა გიჟივით, ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე, საშინელება იყო ამ კადრების ნახვა. მთელი ღამე ამ გოგოს საცოდაობაზე და მის ოჯახზე მეფიქრებოდა. სამსახურიდან გამოვიდა, იქვე “კარფურში” მუშაობდა თურმე. 2 მეტრის მოშორებით მოდიოდა თანამშრომლებთან და ეს ტრაგედია დატრიალდა. მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ – სრულწლოვანი, მაგრამ რომ შეხედავდი, ძალიან ბავშვური. ცდილობდნენ გოგოს გადარჩენას. ხელოვნურ მასაჟს უტარებდნენ კარგა ხანს, რომ გული აემუშავებინათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. თქვეს რომ დაოჯახებულია, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდაო და ასე დააობლეს მისი შვილები. ვუსამძიმრებ ოჯახს. საუბარიც მიჭირს, მიკანკალებს ახლაც მთელი ორგანიზმი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი.


#შემთხვევა, გლდანი
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
16.12.25, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა – სად მოხდა უმძიმესიი შემთხვევა?
ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა – სად მოხდა უმძიმესიი შემთხვევა?
14.11.25, საზოგადოება
ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგოს დაეჯახა – ნახეთ სად მოხდა უბედური შემთხვევა?
ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგოს დაეჯახა – ნახეთ სად მოხდა უბედური შემთხვევა?
16.01.26, საზოგადოება