ხვალ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

ხვალ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება - ინდორმაციას მერია ავრცელებს:

"საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:

* საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;

* ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;

* საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;

* მეტროსადგურ "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
1 სექტემბრიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები
31.08.25, საზოგადოება / ეკონომიკა
პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა… – უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე
პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა… – უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე
20.04.26, რელიგია
ინფორმაცია მათთვის, ვინც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას აპირებს
ინფორმაცია მათთვის, ვინც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას აპირებს
11.04.26, საზოგადოება
რომელი რეგულაციები ამოქმედდება დღეიდან – იხილეთ ჩამონათვალი
რომელი რეგულაციები ამოქმედდება დღეიდან – იხილეთ ჩამონათვალი
01.12.25, საზოგადოება
სამწუხარო ინფორმაცია TikTok-ის მომხმარებლებისთვის, გამკაცრებული წესები რომლებიც 13 სექტემბრიდან ამოქმედდება
სამწუხარო ინფორმაცია TikTok-ის მომხმარებლებისთვის, გამკაცრებული წესები რომლებიც 13 სექტემბრიდან ამოქმედდება
11.09.25, საზოგადოება
1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
30.12.25, საზოგადოება