ტემპერატურა +32 გრადუსამდე ავა – როდიდან გამოიდარებს?

ტემპერატურა +32 გრადუსამდე ავა – როდიდან გამოიდარებს?

სინოპტიკოს, ხათუნა ქოქოსაძის თქმით, 13-14 მაისს, ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +28, +29 გრადუსს მიაღწევს. ​აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში დღეს დაბალი ტემპერატურა, +16, +17 გრადუსი იქნება, თუმცა ხვალიდან მომატებას დაიწყებს და კვირის ბოლომდე +25, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მაისის 20 რიცხვამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას გამოიდარებს და მზიანი ამინდი იქნება, ორშაბათიდან საღამოს საათებში გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ელჭექი და ხანმოკლე წვიმები მაინც მოსალოდნელია. ​

ნალექების რაოდენობა ძირითადად ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნორმაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე +16, +19 გრადუსს შეადგენს, რაც კლიმატურ ნორმაზე 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთის მთიან რაიონებში +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი – +10, +12 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში, საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, +16, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. თვის ბოლოსკენ, 20 მაისის შემდეგ, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში +31 გრადუსამდე მოიმატოს.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ტემპერატურა მოიმატებს და +32 გრადუსი დაფიქსირდება“ – ცნობილია, როდის გამოიდარებს – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
„ტემპერატურა მოიმატებს და +32 გრადუსი დაფიქსირდება“ – ცნობილია, როდის გამოიდარებს – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
04.05.26, საზოგადოება
წვიმა და ზოგან თოვლი - ამინდის პროგნოზი 6 აპრილის ჩათვლით
წვიმა და ზოგან თოვლი - ამინდის პროგნოზი 6 აპრილის ჩათვლით
04.04.26, საზოგადოება
„ძლიერი წვიმა და თოვა…“ – საქართველოში ამინდი უარესდება
„ძლიერი წვიმა და თოვა…“ – საქართველოში ამინდი უარესდება
28.03.26, საზოგადოება
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
11.04.26, საზოგადოება
ვინ აღმოჩნდა კაცი, რომელსაც ავარიაში მძიმედ დაშავებული ბიჭის მამა ეძებდა
ვინ აღმოჩნდა კაცი, რომელსაც ავარიაში მძიმედ დაშავებული ბიჭის მამა ეძებდა
06.09.25, საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება