გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის მდგომარეობა დამძიმდა

გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის მდგომარეობა დამძიმდა

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გადაჰყავთ.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

მანამდე, ადვოკატმა გააცრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც საკაცეზე მოთავსებულია პაპუნა ლოცულაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ლოცულაშვილი გადაყავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

“ჰქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძება, აღებინა, არის ძალიან სუსტად, აქვს ტკივილები და როდესაც ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩათვალა საჭიროდ, გადაიყვანოს კლინიკაში, უნდა ჩაუტარდეს დამატებით კვლევები”, – დასძინა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატი საუბროს ფსიქოლოგიურ სტესზე, რომელიც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო.

“ვიცით, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური სტრესი წამების მსხვერპლია. ეს უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, რომელსაც იმედი მაქვს, კლინიკა შეაფასებს”, – აღნიშნავს ადვოკატი.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.



CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
პროკურატურა უმძიმეს ძალადობის კადრებს აქვეყნებს - გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
პროკურატურა უმძიმეს ძალადობის კადრებს აქვეყნებს - გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორი პირი დააკავა
28.05.26, საზოგადოება
ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი
ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი
19.11.25, საზოგადოება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
16.12.25, საზოგადოება
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
22.11.25, საზოგადოება