სისხლიანი ანგარიშსწორება საკანცელარიო დანით – რა მოხდა ვარკეთილში და რას ყვებიან თვითმხილველები

სისხლიანი ანგარიშსწორება საკანცელარიო დანით – რა მოხდა ვარკეთილში და რას ყვებიან თვითმხილველები

30 წლის ქალის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა ყოფილ მეუღლეს მრავლობითი ჭრილობები საკანცელარიო დანით მიაყენა.

მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, ქალმა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა შეძლო, საცხოვრებელი კორპუსიდან ჩამოვიდა და დახმარება მეზობლებს სთხოვა. საქმის მასალებით დგინდება, რომ 30 წლის გიორგი ბენიძე ყოფილ მეუღლეს თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ახალგაზრდა ქალს საკანცელარიო დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

დანაშაულის ადგილი ბრალდებული გიორგი ბენიძის საცხოვრებელი სახლია. პოლიციის მასალებით დგინდება, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბენიძემ ყოფილი მეუღლე შერიგების მიზნით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიიპატიჟა. გამოძიების ვერსიით, შეხვედრა მოგვიანებით კონფლიქტში გადაიზარდა, რის შემდეგაც კაცი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი საკანცელარიო დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს მამაკაცმა საცხოვრებელ სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. ბრალდება არ გამორიცხავს, რომ ძალადობის პროცესში მან ყოფილი მეუღლე რამდენჯერმე სხვადასხვა ნივთს შეაჯახა, რაც ქალისთვის დამატებითი დაზიანებების მიყენებას ისახავდა მიზნად.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, მიუხედავად მიყენებული მრავლობითი დაზიანებებისა, თავდამსხმელისგან გაქცევა შეძლო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ყოფილი მეუღლის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი მიყენებული დაზიენების შემდეგ კორპუსის მე-8 სართულიდან ეზომდე ჩავიდა და ადგილზე მყოფ მოქალაქეებს დახმარება სთხოვა. თვითმხილველების თქმით, ქალს მიყენებული დაზიანებების შედეგად ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მისი სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილმა ქალმა 8 სართული ირბინა და შველას ითხოვდა – ვინ არის 31 წლის კაცი, რომელსაც შეიძლება 20 წელი მიუსაჯონ?
ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილმა ქალმა 8 სართული ირბინა და შველას ითხოვდა – ვინ არის 31 წლის კაცი, რომელსაც შეიძლება 20 წელი მიუსაჯონ?
03.06.26, კრიმინალი / საზოგადოება
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს
ვარკეთილში სამ ახალგაზრდას ყურები და თითები მოაჭრეს
09.05.26, საზოგადოება / კრიმინალი
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
37 წლის ქალი მოკლეს, დაკავებულია 26 წლის ბიჭი – რისთვის გაიმეტა მან ახალგაზრდა ქალი და რა აკავშირებდა მასთან?
37 წლის ქალი მოკლეს, დაკავებულია 26 წლის ბიჭი – რისთვის გაიმეტა მან ახალგაზრდა ქალი და რა აკავშირებდა მასთან?
26.04.26, კრიმინალი