“ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი – ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს…” – მაია ბუწაშვილი

“ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი – ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს…” – მაია ბუწაშვილი

“ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს” – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა (O2) სხვადასხვა დასახლებაში სხვადასხვანაირი ვერ იქნება.

“მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება (კახი კავსაძის ხმით). ხან “ნაცი” მიძახეს, ხან არაპატრიოტი, ბახმაროს როგორ შეეხეო, და რა ვიცი, აშკარად ვიღაცეებს ეროვნული ღირსება შეელახათ.

ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი – ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს. ბაკურიანში ნამყოფებს და არანამყოფებს ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ.

ვისაც წაკითხულის გააზრება გაუჭირდა, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა (O2) სხვადასხვა დასახლებაში სხვადასხვანაირი ვერ იქნება.

ჩვეულებრივ სოფლებშიც იგივე ჰაერია. ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს. სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით და მთელი წლის ნანატრი შვებულება ჩაუშხამდებათ ხოლმე. ამის მეტს რას ვუყურებ, ჩემი პროფესიაა” – წერს ბუწაშვილი.


#ბაკურიანი, იმუნიტეტი, მაია ბუწაშვილი
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
06.08.25, საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
სასიხარულო ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
სასიხარულო ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
10.08.25, საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
ლიკა შენგელიას სალომე გოგიაშვილი ჩაქუჩით თავს დაესხა,რადგან მიაჩნია, რომ მისი ქმრის საყვარელია
ლიკა შენგელიას სალომე გოგიაშვილი ჩაქუჩით თავს დაესხა,რადგან მიაჩნია, რომ მისი ქმრის საყვარელია
10.08.25, საზოგადოება / ცხოვრება/სტილი / კრიმინალი
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
07.08.25, საზოგადოება