ნიშნობა სასაფლაოზე, ოქროს სამკაულები და "პორშე პანამერა" - ვინ არის გელა ბარკალაიას სარძლო, რომელმაც სამამამთილოსგან ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო?

ნიშნობა სასაფლაოზე, ოქროს სამკაულები და "პორშე პანამერა" - ვინ არის გელა ბარკალაიას სარძლო, რომელმაც სამამამთილოსგან ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო?

ბიზ­ნეს­მენ­მა გელა ბარ­კა­ლა­ი­ამ ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა და კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არც ისე სტა­ბი­ლუ­რია და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი მოგ­ვდგო­მია კარს, დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის შვი­ლის ნიშ­ნო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

ბა­ტონ­მა გე­ლამ შვი­ლის, მათე ბარ­კა­ლა­იას ნიშ­ნო­ბა მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას - მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის საფ­ლავ­ზე აღ­ნიშ­ნა. ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბევ­რის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და.

ბიზ­ნეს­მენ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა: "მა­თე­სა და სა­ლო­მეს ნიშ­ნო­ბა დე­დის საფ­ლავ­ზე, 25 წლის შემ­დეგ“.

ნიშ­ნო­ბის ად­გი­ლი და გა­რე­მო­ე­ბა უნი­კა­ლუ­რი იყო. საფ­ლა­ვე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა მთლი­ა­ნად წი­თე­ლი ხა­ლი­ჩით იყო და­ფა­რუ­ლი, ხოლო საფ­ლა­ვე­ბი და მათი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია წი­თე­ლი და შავი ბუშ­ტე­ბი­თა და სხვა დე­კო­რა­ცი­ე­ბით იყო მორ­თუ­ლი. ბარ­კა­ლა­ი­ას წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი კი წი­თე­ლი და თეთ­რი ვარ­დე­ბით იყო შემ­კუ­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ნიშ­ნო­ბა იყო. ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის­თვის, მათე ბარ­კა­ლა­ი­ა­სა და სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ი­ას­თვის, გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სა­ჩუქ­რე­ბი ჰქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა, რძალს ძვირ­ფა­სი, ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი პი­რა­დად გა­უ­კე­თა. ეს სა­ჩუქ­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ სად­გამ­ზე ეწყო და ელე­გან­ტურ ყუ­თებ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"თუ ვინ­მეს ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბო­და, არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი", - თქვა ბარ­კა­ლა­ი­ამ და მა­ყუ­რე­ბელს და ნიშ­ნო­ბის სტუმ­რებს მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის საფ­ლა­ვებ­ზე მი­ა­ნიშ­ნა. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს და­უ­კავ­ში­რა და მო­მა­ვალ რძალს, სა­ლო­მეს, უთხრა: "იმე­დი ხარ ჩემი ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სა“.

ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის და­სას­რულს, სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ი­ას, მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა კი­დევ ერთი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა - ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, შავი ფე­რის "პორ­შე“, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, გი­გან­ტურ თეთრ ყუთ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უსა­ჩუქ­როდ არც ვაჟი, მათე და­უ­ტო­ვე­ბია. მა­მამ მა­საც გულ­ზე ოქ­როს გრე­ხი­ლი ჩა­მო­კი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად გელა ბარ­კა­ლა­ი­ამ გა­ავ­რცე­ლა, მან მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს თემა მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არ სურს, მას­ზე ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­როს.

  • ვინ არის გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სარ­ძლო?

გელა ბარ­კა­ლა­ი­ას სარ­ძლო, სა­ლო­მე სა­ლა­ყა­ია, მო­დე­ლია. ის აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ბრენ­დებ­თან და მათ ტან­საც­მელს რეკ­ლა­მას უწევს. სა­ლო­მე­სა და მა­თეს წყვი­ლი დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და მათი ნიშ­ნო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი მოვ­ლე­ნა გახ­და.



#გელა ბარკალაია
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
07.08.25, საზოგადოება
სამწუხაროდ არის მსხვერპლი – ხარაგაულში მეწყრული პროცესები გრძელდება. ვრცელდება საგანგაშო ვიდეოკადრები
სამწუხაროდ არის მსხვერპლი – ხარაგაულში მეწყრული პროცესები გრძელდება. ვრცელდება საგანგაშო ვიდეოკადრები
04.08.25, საზოგადოება
,,ზურა წლები საფრანგეთში ცხოვრობდა, ახლა სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა… სწორედ იქ მოკლა თანასოფლელმა” – რას ჰყვებიან ქარელში მომხდარ მკვლელობაზე
,,ზურა წლები საფრანგეთში ცხოვრობდა, ახლა სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა… სწორედ იქ მოკლა თანასოფლელმა” – რას ჰყვებიან ქარელში მომხდარ მკვლელობაზე
08.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ეს ზოდიაქოს ნიშნები დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდეს იპოვიან: ისინი ახალ ეტაპზე გადავლენ
ეს ზოდიაქოს ნიშნები დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდეს იპოვიან: ისინი ახალ ეტაპზე გადავლენ
18.08.25, საზოგადოება
აგვისტოში, შესაძლოა, ზოდიაქოს ამ 2 ნიშანს ფინანსური წარმატება ეწვიოს
აგვისტოში, შესაძლოა, ზოდიაქოს ამ 2 ნიშანს ფინანსური წარმატება ეწვიოს
12.08.25, საზოგადოება