საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება

ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

„ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.

დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – წერია ინფორმაციაში.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
16.12.25, საზოგადოება
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება – დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა
08.01.26, პოლიტიკა
ავარია ახალციხეში – არის მსხვერპლი
ავარია ახალციხეში – არის მსხვერპლი
19.08.25, საზოგადოება
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრიდან ამოქმედდება
ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრიდან ამოქმედდება
29.09.25, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება