ავარია ახალციხეში – არის მსხვერპლი

ავარია ახალციხეში – არის მსხვერპლი

ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ინფორმაციით – „ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს ავტომობილში შუახნის მამაკაცის გვამი დახვდა“.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით გვამი უკვე ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. მისი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ტრამვა არ აღენიშნება.

შსს–ს განმარტებით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


#შემთხვევა, ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
უმძიმესი ავარია: დაღუპულია 40 წლამდე ქალი – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა
უმძიმესი ავარია: დაღუპულია 40 წლამდე ქალი – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა
09.08.25, საზოგადოება
რა შემთხვევაში დაჯარიმდება მძღოლი 1 000 ლარით
რა შემთხვევაში დაჯარიმდება მძღოლი 1 000 ლარით
12.08.25, საზოგადოება
ბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა გადაუარა
ბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა გადაუარა
18.08.25, საზოგადოება
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
14.08.25, საზოგადოება / კრიმინალი
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
13.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა! – სად მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაცია ვრცელდება მძიმე ფაქტის შესახებ?
10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა! – სად მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაცია ვრცელდება მძიმე ფაქტის შესახებ?
05.08.25, საზოგადოება