დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.

დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ქალია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.


#ზუგდიდი, შემთხვევა, კრიმინალი, მკვლელობა
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
უმძიმესი ავარია: დაღუპულია 40 წლამდე ქალი – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა
უმძიმესი ავარია: დაღუპულია 40 წლამდე ქალი – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა
09.08.25, საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
06.08.25, საზოგადოება
თბილისში 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ცნობილია მიზეზი, რომელიც ტრაგიკული აღმოჩნდა
თბილისში 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ცნობილია მიზეზი, რომელიც ტრაგიკული აღმოჩნდა
09.08.25, საზოგადოება
10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა! – სად მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაცია ვრცელდება მძიმე ფაქტის შესახებ?
10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა! – სად მოხდა შემთხვევა და რა ინფორმაცია ვრცელდება მძიმე ფაქტის შესახებ?
05.08.25, საზოგადოება
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია – ვინ არის გორში მოკლული ბიჭი
07.08.25, საზოგადოება