ყველასათვის საყვარელ მსახიობზე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

ყველასათვის საყვარელ მსახიობზე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

ბრიუს უილისის მეუღლემ, ემა ჰემინგ უილისმა, პირველად, მსახიობის ჯანმრთელობაზე საჯაროდ ისაუბრა. მისი თქმით, უილისის ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა მას “ტვინი ღალატობს” და “საუბარი უჭირს”.

„ბრიუსის ჯანმრთელობა, საერთო ჯამში, სტაბილურია, – განუცხადა მან ABC News-ს სამშაბათს გადაცემა Good Morning America-ში – „მას, უბრალოდ, ტვინი ღალატობს”.

ჰემინგ უილისის თქმით, მათ აქვთ ბრიუსთან კომუნიკაცია, რომელიც “უბრალოდ განსხვავებულია”.

მსახიობს ფრონტოტემპორალური დემენციის დიაგნოზი 2023 წელს დაუსვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედები მისი ტვინის იმ ნაწილშია დაზიანებული, რომელიც დაგეგმვაზე, მსჯელობაზე, ემოციებზე, მეტყველებასა და მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.

ფრონტოტემპორალური დემენციის შემთხვევაში ხშირია ქცევისა და ხასიათის ცვლილებები, პერსონალურ და სოციალურ სიტუაციებში მონაწილეობის უეცარი შეწყვეტა, საუბრისას სათანადო სიტყვების მოფიქრების გართულება, კუნთების სპაზმი, კანკალი და მოძრაობის პრობლემები.

დიდი ბრიტანეთის ალცჰაიმერის კვლევის ცენტრის შეფასებით, აღნიშნული ტიპის დემენცია ქვეყნის მასშტაბით 30 000-ზე მეტ ადამიანს აწუხებს.

რაც შეეხება მის ცოლს, ჰემინგ უილსს, ის თავიდან ფიქრობდა, რომ ქმრის მოვლას მარტო შეძლებდა, რამაც უძილო ღამეები და სოციალური ცხოვრების დაკარგვა გამოიწვია. იმედოვნებს, რომ მისი ახალი წიგნი — მოულოდნელი მოგზაურობა: ძალის, იმედისა და საკუთარი თავის პოვნა მზრუნველობის გზაზე — შესაძლოა, გზამკვლევი და სახელმძღვანელო იყოს სხვა მზრუნველებისთვის, რომელთა ცხოვრებაზეც შესაძლოა დემენციამ ანალოგიურად იმოქმედოს.


#ბრიუს უილისი
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
„თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან…“ – ექიმის რეკომენდაცია სიცხესთან დაკავშირებით
„თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან…“ – ექიმის რეკომენდაცია სიცხესთან დაკავშირებით
04.08.25, საზოგადოება
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
აგვისტოში, შესაძლოა, ზოდიაქოს ამ 2 ნიშანს ფინანსური წარმატება ეწვიოს
აგვისტოში, შესაძლოა, ზოდიაქოს ამ 2 ნიშანს ფინანსური წარმატება ეწვიოს
12.08.25, საზოგადოება
რა შემთხვევაში დაჯარიმდება მძღოლი 1 000 ლარით
რა შემთხვევაში დაჯარიმდება მძღოლი 1 000 ლარით
12.08.25, საზოგადოება
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია – რა გაამხილა მან?
06.08.25, საზოგადოება