შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილს , რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს?

შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილს , რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს?

შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს? ამ კითხვით დღეს “ტვ პირველმა” “ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართა. ივანიშვილის გუნდში გადაჭრით პასუხს ვერ იძლევიან, თუმცა ამბობენ, რომ “შეწყალება ჰუმანური აქტია და მას ყველა პატიმარი იმსახურებს”.

ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ღარიბაშვილის გვარის მოხვედრა, ევროპარლამენტის მხრიდან, სამართლიანობის იმიჯის შექმნას ემსახურება

“შეწყალება არის ჰუმანური აქტი და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა. მცდელობა, რომ ამ რეზოლუციაში მოხვედრილიყო ირაკლი ღარიბაშვილის გვარი, უკავშირდება მათი მხრიდან თითქოს ობიექტურობის გარსის შექმნას, რომ აი, ჩვენ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კი არ მოვიხსენიებთ პოლიტპატიმრებად, აგერ, მოვიხსენიებთ ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი ტყუილია, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში. თავად აღიარა ის დანაშაული, რასაც მას ედავებოდა პროკურატურა და ასჯელს იხდის. ნიკა მელია, აგერ, ღირსეულად იხდის. გაგიკვირდებათ და გვარამიამაც კი ღირსეულად მოიხადა სასჯელი – არ უგინია და ცრემლები არ უღვრია. ასე რომ, ეს ღირსების საკითხია.ნებისმიერი პატიმარი იმსახურებს შეწყალებას”, – ამბობს ბოჟაძე.

ლევან მაჭავარიანი კი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტს რეზოლუციის ტექსტი ქართულმა ოპოზიციამ დაუწერა. მისი მტკიცებით, ოპონენტებს სურდათ, ღრაიბაშვილის სახელით ესპეკულირად.

“ჩვენ ვიხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის განცხადება, სადაც მას მითითებული აქვს, რომ ბინძურად გარიეს ეს ყველაფერი რეზოლუციაში და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქაურმა რადიკალებმა მიწოდეს ევროპარლამენტს დაწერილი ტექსტი, როგორც ესხდება ხოლმე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის საკითხიც უნდოდათ, რომ სპეკულაცია გამხდარიყო.ვიცით, რომ მან ბრალი აღიარა, თავიდან ბოლომდე ითანამშრომლა გამოძიებასთან და შესაბამსიად, ახლა იხდის სასჯელს”, – ამბობს მაჭავრიანი.

კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილის ექსპრემიერს, მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს თავად ყაველაშვილის გადსაწყვეტია.

“მე ამაზზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის პრეროგატივაა”, – ამბობს მაჭავარიანი.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
22.11.25, საზოგადოება
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
“ნიკა გვარამიას მინდა მივმართო, ძალიან განერვიულებული და გამწარებული ვარ!” – აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი ნიკა გვარამიას მიმართავს
“ნიკა გვარამიას მინდა მივმართო, ძალიან განერვიულებული და გამწარებული ვარ!” – აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი ნიკა გვარამიას მიმართავს
14.04.26, საზოგადოება
ამას არავინ ელოდა! – ყაველაშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება გამოაცხადა
ამას არავინ ელოდა! – ყაველაშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება გამოაცხადა
05.09.25, საზოგადოება