“ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე” – რას წერს ზურაბ შევარდნაძე?

“ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე” – რას წერს ზურაბ შევარდნაძე?

“ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე, მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცდახუთის ვარ, ამ წლების მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ, მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე, არვისთვის მიღალატია.

სტუდენტი ვიყავი, გაერო-ს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.

ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა, რომ ერთი სიამოვნებაა, როცა ხედავს, როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი… გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ არ ვუღალატებ ადამიანს, რომელიც ჩემზე ზრუნავს. მისიის დასრულების შემდეგ, თვითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე, ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება, რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე. ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით.

ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა “თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ…”

ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები, მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი..

ბზობას გილოცავთ!!!

დანარჩენი ჩემს ახალ წიგნში “ჩემი ამბები”… – წერს ზურაბ შევარდნაძე.

#ზურაბ შევარდნაძე, გარდენია
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
“20 წლის ვარ, ცოლად რომ გავყევი 16 წლის ვიყავი, ფეხმძიმედ დავრჩი… ბავშვები 2 თვის იყვნენ, სოფელში ვიყავით წასულები და ამ დროს თავის პოლიციელ ნათესავს ეუბნება…” – ამბავი, რომელმაც სოციალური სივრცე შეძრა

20.12.25, საზოგადოება
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო
ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო
01.04.26, მსოფლიო
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
22.11.25, საზოგადოება
„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა…“ – რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს?
„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა…“ – რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს?
26.03.26, საზოგადოება