დაღუპულები 18 წლის ბიჭები არიან! – “240-ით მოდიოდაო, სამჯერ “დაკრუგა” და მოგლიჯა ხე…”

დაღუპულები 18 წლის ბიჭები არიან! – “240-ით მოდიოდაო, სამჯერ “დაკრუგა” და მოგლიჯა ხე…”

გარდაბანში, სოფელ ბირლიკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ – არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 18 წლის მოზარდები ემსხვერპლნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულ პირს ფეხები ჰქონდა დამწვარი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“TV პირველისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდები კახეთიდან, მეგობრის დაბადების დღიდან მოდიოდნენ.

მაღლიდან მოდიოდა მძღოლი, ბორბლის [კვალი] ეტყობა, როგორ გამოიარა. ერთი სამჯერ “დაკრუგა” და მიარტყა ხეზე. მოგლიჯა [ხე] მანქანამ. 6 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი გზაში ყოფილა ქალი, მე ეგ ქალი არ მინახავს, ხო [ქვეითია ერთი გარდაცვლილი]. ერთი წაიყვანეს ფეხიდან დამწვარი იყო, ჩააქრეს და წაიყვანეს საავადმყოფოში,” – ამბობს ადგილობრივი.

ადგილზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ მანქანა 240 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა: “240 [სიჩქარით მოძრაობდაო], ასე ამბობენ, თავისუფალი იყო გზა. მე რომ მოვედი დაზარალებულები საავადმყოფოში იყვნენ, მარტო მანქანა ვნახე და პოლიცია”.

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემდეგ კი აალდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა – მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი დაშავებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
16.12.25, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
,,დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
,,დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
10.05.26, საზოგადოება
“ჩემო საოცარო მარიამ, თავი კოშმარში მგონია…“ – ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
“ჩემო საოცარო მარიამ, თავი კოშმარში მგონია…“ – ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
21.08.25, საზოგადოება
საზარელი ავარია მოხდა, მანქანა 15 წლის ბიჭს დაეჯახა, სად მოხდა შემთხვევა.
საზარელი ავარია მოხდა, მანქანა 15 წლის ბიჭს დაეჯახა, სად მოხდა შემთხვევა.
20.10.25, საზოგადოება