დაღუპულია ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის ორი ცოლ-ქმარია… – რა არის ამ დროისთვის ცნობილი დიდგორთან მომხდარი ავარიის შესახებ

დაღუპულია ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის ორი ცოლ-ქმარია… – რა არის ამ დროისთვის ცნობილი დიდგორთან მომხდარი ავარიის შესახებ

სოფელ დიდგორთან მომხდარი ავარიის დეტალებზე კვირის პალიტრა წერს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი წყვილის მეზობელზე დაყრდნობით წერს, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ხუთივე პირი ახალგაზრდაა და ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

„ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ჰყავდათ ძაღლი და ეზოში ერთად ასეირნებდნენ ხოლმე. ისინი ბალანჩივაძის ქუჩაზე, ხილიანზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. დღეს გავიგეთ ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ. გუშინ მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან როგორც ვიცით.

ორი წყვილი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ თურმე ორი შვილი დარჩათ. გარდაცვლილია ასევე ერთი გოგონა, ხოლო ერთი ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. საშინელ დღეში იყვნენ მათი მეგობრები. სახლში მოვიდნენ და ბინაში შესვლას ცდილობდნენ, ძაღლი დარჩათ ბინაში და ტიროდა ძაღლი, ვერ გამოჰყავდათ და გამოიძახეს სამაშველო, მაშინ შევიტყვეთ მათგან ამ ულამაზესი წყვილის და მათი მეგობრების ასე ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. – ამბობს გამოცემასთან დაღუპული წყვილის მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
,,კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული, სუფრაზე ცუდად იქცეოდა, ამიტომ გიორგის შენიშვნა მიუცია” – მთიულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
27.04.26, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
მანქანა დიდი სისწრაფით მოჰქროდა და ეზოს ღობეს დაეჯახა, ხალხი მივარდა ხანძრის საწინააღდეგო ქაფიც დაასხეს, მაგრამ… – ტრაგედიით დასრულებეული შემთხვევის დეტალები
მანქანა დიდი სისწრაფით მოჰქროდა და ეზოს ღობეს დაეჯახა, ხალხი მივარდა ხანძრის საწინააღდეგო ქაფიც დაასხეს, მაგრამ… – ტრაგედიით დასრულებეული შემთხვევის დეტალები
30.05.26, საზოგადოება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
დედისთვის მოპარულ მანქანას რომლის საჭესთან გოგონა იჯდა ავარია მოუვიდა, რაც 16 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპივით დასრულდა.
დედისთვის მოპარულ მანქანას რომლის საჭესთან გოგონა იჯდა ავარია მოუვიდა, რაც 16 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპივით დასრულდა.
04.06.26, საზოგადოება
,,დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
,,დააობლეს შვილები… მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო” – რას ჰყვება თვითმხილველი გლდანში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა
10.05.26, საზოგადოება