„პირობითი ჰქონდა, მთვრალი იყო, გზაზე მიატოვა. რომ შეაყენა მანქანა, მერე უკან დაძრა…“ – რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი გორში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი შეეწირა?

„პირობითი ჰქონდა, მთვრალი იყო, გზაზე მიატოვა. რომ შეაყენა მანქანა, მერე უკან დაძრა…“ – რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი გორში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი შეეწირა?

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.

დაღუპულების ოჯახი ითხოვს, დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯოს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კაცმა დედა-შვილს ავტომობლი დააჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაშავებულებისთვის დახმარება არ გაუწევია.

ამასთან, დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელიც აღწერს რა ხდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ, როდესაც 35 წლის ბიზნესმენი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და დედა-შვილს შეეჯახა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მანამდე ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარის გამო სამჯერ იყო დაჯარიმებული.

რევაზ ელიზაბარაშვილს ახლა 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ 35 წლის ბიზნესმენს ბრალდება უკვე წარუდგინა.

“12 წელი რა არის? ქურდებს აძლევენ 17 და 20 წელს, ორი ადამიანი მოკლა და 7 წელი, მერე გაუნახევრდეს და 3 წელიწადში გამოვიდეს, ოჯახები, მგონია 1 წელზე მეტს არ გაატარებინებენ შიგნით. შეძლებული ოჯახია და რა თქმა უნდა. ამ მუხლით, რომლითაც დაიწყეს ძიება შეუძლებელია, მკვლელობა მოახდინა და სატრანსპორტო წესების დარღვევის მუხლი აქვს მიყენებული. პირობითი ჰქონდა, მთვრალი იყო, გზაზე მიატოვა. რომ შეაყენა მანქანა, მერე უკან დაძრა. უკან რომ არ დაეძრა, იქნებ ცოცხლები გადარჩენილიყვნენ და გაიქცა ადგილიდან, უბედურებაში მიატოვა. ქვეყანა მუხლებია, რის გამოც უვადო ეკუთვნის და არა 4-დან 7 წლამდე. ჩვენ ამას არ შევეგუებით, გამორიცხულია”, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

“ტვ პირველი”

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება
02.02.26, საზოგადოება
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
ვინ აღმოჩნდა კაცი, რომელსაც ავარიაში მძიმედ დაშავებული ბიჭის მამა ეძებდა
ვინ აღმოჩნდა კაცი, რომელსაც ავარიაში მძიმედ დაშავებული ბიჭის მამა ეძებდა
06.09.25, საზოგადოება
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
16.12.25, საზოგადოება
სისხლიანი ანგარიშსწორება საკანცელარიო დანით – რა მოხდა ვარკეთილში და რას ყვებიან თვითმხილველები
სისხლიანი ანგარიშსწორება საკანცელარიო დანით – რა მოხდა ვარკეთილში და რას ყვებიან თვითმხილველები
03.06.26, საზოგადოება
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?