მკვლელობა ვაკეში ახალი წლის ღამეს – რის გამო დაიწყო კონფლიქტი ბიზნესმენებს შორის, ვინ არის დაკავებული და რა მოხდა საბედისწერო დღეს?

მკვლელობა ვაკეში ახალი წლის ღამეს – რის გამო დაიწყო კონფლიქტი ბიზნესმენებს შორის, ვინ არის დაკავებული და რა მოხდა საბედისწერო დღეს?

მკვლელობა ვაკის კორტებთან ახალი წლის ღამეს – ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ ბაგათელიაა. როგორც მისი ადვოკატი “ტვ პირველთან” ამბობს, ბაგათელია დანაშაულს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს და არც გამოძიებისთვის მიუცია ჩვენება.

მალხაზ ბაგათელია სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, აბაშაში დააკავეს – ადვოკატი ირწმუნება, რომ დაკავებულს მიმალვა არ უცდია.

მოკლულიც და მკვლელობაში ბრალდებულიც ბიზნესპარტნიორები იყვნენ, რომელთაც კონფლიქტი ფულის გამო მოუვიდათ. საქმის გარჩევა ჯერ თბილისის ზღვაზე დაიწყო, მეორე, საბედისწერო დღეს კი ბაგათელიამ მოკლული ვაკეში დაიბარა, სადაც რამდენიმე გასროლით დაცხრილა.

“ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ის იყენებს დუმილის უფლებას. მას ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი, ამიტომ საქმის მასალები არ გვაქვს გადმოცემული. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გარდაცვლილი პირის იდენტიფიცირებაზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. კავშირებზე ვერაფერს ვიტყვი. მეც მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციით ვიცი. თვითონ ჩემი დაცვსი ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას და საერთოდ არ სურს ამაზე საუბარი. ამბობს, რომ მიმალვას არ ცდილობდა. მას აქვს დასავლეთ საქართველოში სახლი და მიდიოდა სახლში. რითი დატოვა თბილსიის არ ვიცი, რადგან დეტალებზე არ საუბრობს”, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მკვლვლობა ვაკის კორტებთან გუშინ მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“ტვ პირველი”

#მკვლელობა, კონფლიქტი
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ის თეკლას არ მოუკლავს, ახლმა ვერსიამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რა ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულის დედა.
ის თეკლას არ მოუკლავს, ახლმა ვერსიამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რა ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულის დედა.
24.08.25, საზოგადოება
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
14.08.25, საზოგადოება / კრიმინალი
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
13.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
ნათლობის წესში ცვლილება შევიდა
22.11.25, საზოგადოება
“20 წლის ვარ, ცოლად რომ გავყევი 16 წლის ვიყავი, ფეხმძიმედ დავრჩი… ბავშვები 2 თვის იყვნენ, სოფელში ვიყავით წასულები და ამ დროს თავის პოლიციელ ნათესავს ეუბნება…” – ამბავი, რომელმაც სოციალური სივრცე შეძრა

20.12.25, საზოგადოება
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
“დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა, ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო და თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდა…” – ვინ აღმოჩნდა საბედისწერო ავარიაში დაღუპული ქალი?
16.12.25, საზოგადოება