ის თეკლას არ მოუკლავს, ახლმა ვერსიამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რა ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულის დედა.

ის თეკლას არ მოუკლავს, ახლმა ვერსიამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რა ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულის დედა.

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის ქალის, თეკლა გერსამიას დედა გამოძიებისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ქალის თქმით, ახალგაზრდა კაცმა დანით თვითდაზიანებები მიიყენა და ქალი მის გადარჩენას ცდილობდა:

“ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ, ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა მასთან ყოფილიყო და თეკლა წინააღმდეგი იყო. ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერა იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვალები და [საუბარია ბიჭზე] გვარის შეცვლა მინდაო, ასე ეუბნებოდა იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა თეკლას, არ გამეპაროსო. თავის ნივთებში ჰქონდა, ამოიღეს. სულ ემუქრებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხან ხელებს ისერავდა, რას აღარ შვრებოდა…

კი თვითონ მიიყენა მაგ ბიჭმა სადარბაზოში [დაზიანებები] ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე კიბეზე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ და სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა” | ამბობს მკვლელობაში ბრალდებული თეკლა გერსამიას დედა TV პირველთან.

შსს-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 25 წლის ქალი დააკავეს. უწყების ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა
და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

წყარო


#მკვლელობა, შემთხვევა, ახალგაზრდა
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
14.08.25, საზოგადოება / კრიმინალი
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
13.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რას მოუტანს 9 აგვისტოს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
07.08.25, საზოგადოება
ცნობილი გახდა ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალები ს მიზეზი
ცნობილი გახდა ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალები ს მიზეზი
20.08.25, საზოგადოება
„17 წლის ბავშვმა სასწრაფოს მოსვლამდე მამას უწყვეტად გულ-ფილტვის რეანიმაცია გაუკეთა…“ – გიორგი ღოღობერიძე ემოციურ ისტორიას აზიარებს
„17 წლის ბავშვმა სასწრაფოს მოსვლამდე მამას უწყვეტად გულ-ფილტვის რეანიმაცია გაუკეთა…“ – გიორგი ღოღობერიძე ემოციურ ისტორიას აზიარებს
04.08.25, საზოგადოება
„თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან…“ – ექიმის რეკომენდაცია სიცხესთან დაკავშირებით
„თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან…“ – ექიმის რეკომენდაცია სიცხესთან დაკავშირებით
04.08.25, საზოგადოება