გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”

გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”

ძვე­ლით ახალ წელს, 14 იან­ვარს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­და ღვი­რიშ­ში, გი­ორ­გო­ბი­ა­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, 10 წლის მო­ზარ­დის, გეგი ხე­ცუ­რი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სო­ფელ­ში ჩა­სულ­მა ბავ­შვებ­მა სახ­ლში ოჯა­ხის უფ­რო­სის, გიზო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი იპო­ვეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ხელ­ში ეჭი­რა გიზო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის შვი­ლიშ­ვილს და ამ დროს შემ­თხვე­ვით გას­რო­ლი­ლი ბრმა ტყვია სო­ფელ­ში სტუმ­რად ჩა­სულ გიზო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ცო­ლის დის­შვი­ლიშ­ვილს, გეგი ხე­ცუ­რი­ანს მოხ­ვდა.

მარ­თა­ლია სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ დაჭ­რი­ლი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, მაგ­რამ მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს არ­ტე­რია ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ის სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

“კვი­რის პა­ლიტ­რა“ ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებ­ზე წერს.

“გიზო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის სახ­ლში დატ­რი­ალ­და ეს დიდი ტრა­გე­დია. სო­ფელ ქვე­და ღვი­რის­ში ცხოვ­რობს. გიზო და­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ და­კა­ვე­ბა რად უნდა, კაცი ფაქ­ტობ­რი­ვად მკვდა­რია, რომ მოკ­ლა ალ­ბათ მის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ისეა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ეს ადა­მი­ა­ნი. ისეთ დღე­ში იყო, იკ­ლავ­და თავს. გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭუ­ნა მისი ნა­თე­სა­ვია. მისი ცო­ლის დის შვი­ლიშ­ვი­ლია. პირ­და­პი­რი ბა­ბუა არ არის. მე რომ მი­ვე­დი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას, პო­ლი­ცია უკვე მი­სუ­ლი იყო. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და, ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნა სას­წრა­ფომ, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, მაგ­რამ გზა­ში და­ი­ღუ­პა. პო­ლი­ცი­ას ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი შე­მო­ღო­ბი­ლი ჰქონ­და და იქ აღარ გვიშ­ვებ­დნენ, ის­მო­და გი­ზოს გან­წი­რუ­ლი ხმა. ისეთ დღე­ში იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, ბავ­შვებს უპო­ვი­ათ ია­რა­ღი, გა­რეთ გა­უ­ტა­ნი­ათ და გა­უ­ვარ­და ერთ ბავ­შვს და მოხ­ვდა ტყვია მე­ო­რეს. ვი­საც ია­რა­ღი ეჭი­რა ის გი­ზოს შვი­ლიშ­ვი­ლია, რო­გორც ვიცი, 2- 3 წლით უფ­რო­სია გარ­დაც­ვლილ ბავ­შვზე. ბავ­შვებ­მა მო­ი­პა­რეს თოფი და გა­მო­უ­ტა­ნი­ათ გა­რეთ. გიზო მარ­ტო ცხოვ­რობს და რად­გან სახ­ლში არ ჰყავ­და არა­ვინ, ეტყო­ბა არ ჰქონ­და სა­თა­ნა­დოდ ია­რა­ღი შე­ნა­ხუ­ლი. მერე ეტყო­ბა გა­და­ა­ვი­წყდა, რომ შე­ე­ნა­ხა. თო­რემ ისე­თი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი კა­ცია, ნუ იტყვით.

ბავ­შვე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ად­გი­ლას იყო რო­გორც ჩანს ეს ია­რა­ღი. რა­ტომ გა­მორ­ჩა შე­ნახ­ვა, არ ვიცი, არა­და ისე­თი კა­ცია, სრულ­წლო­ვან­მა რომ სთხო­ვო მას ია­რა­ღი და­მა­ჭე­რი­ნეო, ხელს არ მო­გა­კი­დე­ბი­ნებს. მე რომ მეთ­ქვა, არ მომ­ცემ­და. სა­ნა­დი­რო თოფ­ზეა სა­უ­ბა­რი. სო­ფელ­ში ნა­დი­რო­ბენ ხოლ­მე და მა­საც ჰქონ­და სა­ნა­დი­რო თოფი. ახლა ბოლო დროს ჯან­მრთე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცოტა შე­უძ­ლოდ არის გიზო და სა­ნა­დი­როდ წა­სუ­ლი არც მი­ნა­ხავს. სო­ფელ ღვი­რი­შის სკო­ლა­ში სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცია. ეს რა მო­მი­ვი­დაო და თვი­თონ თავს იკ­ლავს, სა­ში­ნელ დღე­შია.

ეს ტრა­გე­დია ვის უნ­დო­და, არა­ვის, უბ­რა­ლოდ, ცელ­ქი ბავ­შვე­ბი არი­ან და მოხ­და უბე­დუ­რე­ბა. გი­ზოს შვი­ლიშ­ვი­ლიც, ვი­საც გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი, ის ბავ­შვიც სა­ში­ნელ დღე­შია. რაც მოხ­და ეს არის უდი­დე­სი ტრა­გე­დია. გიზო რომ მომ­კვდა­რი­ყო იმ წუ­თებ­ში ალ­ბათ ის ერ­ჩივ­ნა. მთე­ლი სა­მე­ზობ­ლო, ვინც გა­ი­გო, ყვე­ლა იქ გარ­ბო­და. სას­წრა­ფო რომ გა­მო­ი­ძა­ხეს, მა­ლე­ვე მო­ვი­და პო­ლი­ცია. ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯახს ამ დიდ ტკი­ვილს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­ვი­კი­თხე კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი გი­ზოს ისე, რომ დე­ტა­ლე­ბი არ იცი­ან და ტყუ­ი­ლებს წე­რენ. ცე­ცხლზე ნავთს ას­ხა­მენ. არა­და უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა მომ­ხდა­რი… გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა და ეს მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა მძი­მე დაღი, რო­გორც მის­თვის, ასე­ვე მისი შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი და არ მინ­და ჭო­რის დო­ნე­ზე ვი­ლა­პა­რა­კო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რომ წე­რენ იმ ხალ­ხს მინ­და მივ­მარ­თო, იქ­ნებ და­ფიქ­რდნენ, იმ კა­ცის­თვის რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა რაც მოხ­და. ისე­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ დარ­დში იქ­ნე­ბა და და­მუ­ნა­თე­ბა რა სა­ჭი­როა. გული მოგ­ვიკ­ლა ყვე­ლას ამ ამ­ბავ­მა. ვუ­სამ­ძიმ­რებ ბავ­შვის მშობ­ლებს, შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­აა. სა­უ­ბა­რიც გვი­ჭირს ამ თე­მა­ზე,”- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
“თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ… ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის…” – რას ყვება გიგა ავალიანის დედა ?
“თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ… ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის…” – რას ყვება გიგა ავალიანის დედა ?
26.10.25, საზოგადოება
ცნობილია ვინ დაეჯახა 32 წლის ახლაგაზრდა მამაკაცს ის დაკავებულია. ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა ის?
ცნობილია ვინ დაეჯახა 32 წლის ახლაგაზრდა მამაკაცს ის დაკავებულია. ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა ის?
23.10.25, საზოგადოება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
28.08.25, საზოგადოება
სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”
სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”
09.01.26, კრიმინალი