ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე

ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებს და ხსნის, რა სქე­მით არ­ჩევ­დნენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი მსხვერ­პლს.

ეკა კუ­პა­ტა­ძე გუ­შინ "ტიკ-ტო­კის" ლა­ივ­ში ისა­უბ­რა ვრცლად ამ თე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე გვაქვს საკ­მა­ოდ დიდ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან.
"დიდი დაჯ­გუ­ფე­ბის პა­ტა­რა ნა­წი­ლი უჭი­რავს ხელ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას; ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იპო­ვი­ან ყვე­ლას. ახლა მოვ­ყვეთ, რო­გორ არ­ჩევ­დნენ ისი­ნი მსხვერ­პლს. მოდი, აქე­დან და­ვი­წყებთ: რა­ტომ ვე­რა­ვინ ვერ მოს­თხოვ­და მათ პა­სუხს. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტო­მაა დიდი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი თა­მა­მი, როცა ამ­ბობს, რომ აქ არ არ­სე­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიო? იმი­ტომ არ არ­სე­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ხმას ვერ იღებს. შე­არ­ჩევ­დნენ მსხვერ­პლს, სრულ­წლო­ვანს; თან რო­გო­რი სრულ­წლო­ვანს - სა­დღაც 30 წლის ან მის ზე­ვით, რომ ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი და­ჭე­რი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მკა­ფი­ოდ. ახლა ერთ რა­ღა­ცას გე­ტყვით, რო­მე­ლიც არ­სად არ გვით­ქვამს ჩვენ: საქ­მის მა­სა­ლებ­ში იცით რა დევს? WhatsApp-ი შექ­მნი­ლი აქვთ უცხო­ურ ნომ­რებ­ზე; უკ­რა­ი­ნის ნომ­რით აქვთ; ანუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ გა­კონ­ტროლ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

აქ არის სხვა ხალ­ხი ჩარ­თუ­ლი; აქ არის დიდი ხალ­ხი ჩარ­თუ­ლი; ეს ცოტა სხვა­ნა­ი­რი მა­ფი­აა. არ მაქვს მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი; რა­საც ვამ­ბობ, ყვე­ლა­ფერს ვამ­ბობ ზუს­ტად; თო­რემ ბო­ლომ­დე შე­საძ­ლოა ვერ გა­შიფ­რონ, მაგ­რამ ბევრ რა­მეს იტყვის პრო­კუ­რა­ტუ­რა და ნა­ხავთ თქვენ, აქ რა მას­შტა­ბურ და­ნა­შა­ულ­თან გვაქვს საქ­მე. მოკ­ლედ, ეს ვი­ღაც დიდი, ასა­კო­ვა­ნი ტი­პე­ბი ირ­ჩე­ვენ საკბი­ლოს, ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბა X-ს და შემ­დეგ უკავ­შირ­დე­ბი­ან არას­რულ­წოვ­ნებს. მე ვარ, და­ვუშ­ვათ, ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც რა­ღა­ცა ინ­ტე­რე­სი მაქვს; ავარ­ჩიე პი­როვ­ნე­ბა X; მაგ­რამ პი­როვ­ნე­ბის არ­ჩე­ვი­სას მე ვე­ძებ არას­რულ­წოვ­ნებს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ არას­რულ­წო­ვან ბიჭს ჰყავს მე­გო­ბა­რი - არას­რულ­წო­ვა­ნი გო­გო­ნა. ირ­ჩე­ვენ არას­რულ­წლო­ვან ბი­ჭებს, ცოტა ისე მოშტე­რო ელე­მენ­ტებს, რომ­ლის და­მორ­ჩი­ლე­ბაც შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც არც სკო­ლა­ში და­დის... მოკ­ლედ, ეძე­ბენ ასეთ საკბი­ლო­ებს და შემ­დეგ ეს არას­რულ­წო­ვა­ნი ბი­ჭე­ბი უკავ­შირ­დე­ბი­ან არას­რულ­წო­ვან მე­გო­ბარ გო­გო­ებს. ერ­თად არის პა­ტა­რა, მა­ხინ­ჯი ჯგუ­ფი ამ არას­რულ­წოვ­ნე­ბის შექ­მნი­ლი და ეს არას­რულ­წო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბი აი, ამ მსხვერ­პლს წე­რენ.

ეს ვი­ღაც სრულ­წლო­ვა­ნი, 30 წლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, აი ამ ვი­ღაც არას­რულ­წლო­ვან გო­გოს­თან 12-13 წლი­ან ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბა­შია; შე­სა­ბა­მი­სად, ეს მის­თვის გა­დის პე­დო­ფი­ლი­ა­ში, ხომ? შემ­დეგ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მი­დის. პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც ხომ თქვა? უბ­რა­ლოდ, ჩემ­თან მი­სა­მარ­თი შე­ე­შა­ლათ, ჩემს შვილ­თა­ა­ნაც, და მერე ჩემი შვი­ლის ამ­ბავს გე­ტყვით; ჯერ ამას გავ­შიფ­რავ. მი­დის ეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ამ სრულ­წლო­ვანს ეს არას­რულ­წო­ვა­ნი გო­გო­ნა ეპა­ტი­ჟე­ბა შეხ­ვედ­რა­ზე; გა­მოჰ­ყავს და იქ ხვდე­ბი­ან ეს მა­ნი­ა­კი ბი­ჭე­ბი, სის­ხლმო­წყუ­რე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბი და ეკი­თხე­ბი­ან: შენ აქ რა­ტომ ხარ? შენ ვინ ხარ? რის­თვის მოხ­ვე­დი? და ეს სა­წყა­ლი თავს გრძნობს დამ­ნა­შა­ვედ. მი­ტომ ვერ იღე­ბენ ხმას.

ეს იცით რას ამ­ბობს? ნახე, ამათ გა­ა­ჩი­ნეს მას­ში და­ნა­შა­უ­ლი და აგ­რძნო­ბი­ნეს, რომ შენ დამ­ნა­შა­ვე ხარ; ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­ტე­ხი­ლია და ხმას 100 წელი ვერ ამო­ი­ღებს. იცით რა­ტომ? რო­გო­რი ადა­მი­ანს ვერ აი­ტანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა? პე­დო­ფილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ აი­ტანს;" - ჰყვე­ბა ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი რი­კა­ძის, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რი­კა­ძე, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და სხვა პი­რე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვად, თით­ქოს­და გო­გო­ნე­ბის სა­ხე­ლით წერ­დნენ შერ­ჩე­ულ მსხვერ­პლს და ახ­დენ­დნენ მათ გა­რეთ გა­მო­ტყუ­ე­ბას, ითან­ხმებ­დნენ მათ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ დრო­სა და ად­გი­ლას შეხ­ვედ­რა­ზე, უსაფ­რდე­ბოდ­ნენ და მათ­ზე ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, რაც მსხვერ­პლის უმო­წყა­ლო ცე­მა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და.

ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა.

ცნო­ბის­თვის, გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯამ­ში 4 პირი და­ა­კა­ვეს. მათ­გან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა, ხოლო გი­ორ­გი რი­კა­ძეს და კი­დევ ორ არას­რულ­წლო­ვანს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ მზად­დე­ბა და ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი­დან ორს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, საქ­მე ეხე­ბა დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რო­მელ­თაც პრო­კუ­რა­ტუ­რა თავ­და­პირ­ვე­ლად და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და. დ.ჩ.-ს გა­მო­ძი­ე­ბა ახლა ედა­ვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას ჯგუ­ფუ­რად. ამას­თან, ა.ნ.-ს პრო­კუ­რა­ტუ­რა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, რაც უფრო მძი­მე მუხ­ლია და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან 7 წლამ­დე.

წყარო: ამბები ჯი


#გიგა ავალიანი, ეკა კუპატაძე
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
28.08.25, საზოგადოება
“თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ… ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის…” – რას ყვება გიგა ავალიანის დედა ?
“თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ… ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის…” – რას ყვება გიგა ავალიანის დედა ?
26.10.25, საზოგადოება
სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”
სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”
09.01.26, კრიმინალი
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
20.01.26, საზოგადოება