ეზოში ჩხუბისას 35 წლამდე ახლაგაზრდა მოკლეს, ახლახანს, სად მოხდა შემთხვევა?

ეზოში ჩხუბისას 35 წლამდე ახლაგაზრდა მოკლეს, ახლახანს, სად მოხდა შემთხვევა?

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, ეზოში არსებულ ფანჩატურში ფიზიკური დაპირისპირება 10-მდე ახალგაზრდა კაცს შორის სუფრიდან დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთმა 35 წლის კაცს დანით ჭრილობები მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა როგორც სამედიცინო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ ჭელიძემ განგვიცხადა, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

“პაციენტს გულ-მკერდის არეში მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა. შემოყვანისას იყო უმძიმედ მდგომარეობაში და დაინტუბირდა. ავიყვანეთ საინფორმაციო ბლოკში. დაზიანებული იყო ფილტვი და გულის მარჯვენა ნაწილის დაზიანება აღენიშნებოდა. ჩარევამდე მოხდა გულის გაჩერება, იმ მომენტშივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო ეს ტრავმები”, – გვითხრა ჭელიძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. მათი ცნობით მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ინფო რუსთავი


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
14.08.25, საზოგადოება / კრიმინალი
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
13.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ის თეკლას არ მოუკლავს, ახლმა ვერსიამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რა ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულის დედა.
ის თეკლას არ მოუკლავს, ახლმა ვერსიამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, რა ინფორმაციას ავრცელებს ბრალდებულის დედა.
24.08.25, საზოგადოება
სისხლიანი ანგარიშსწორება არასრულწლოვანებს შორის: ქალაქის ცენტრში 16 წლის მოზარდი დაჭრეს! – გაქცეული ეჭვმიტანილიც არასრულწლოვანია!
სისხლიანი ანგარიშსწორება არასრულწლოვანებს შორის: ქალაქის ცენტრში 16 წლის მოზარდი დაჭრეს! – გაქცეული ეჭვმიტანილიც არასრულწლოვანია!
24.01.26, საზოგადოება / კრიმინალი
რკინის მილი უცებ ჩამოვარდა, სამსახურში წასულ კაცს დაეცა და იქვე დაიღუპა – როგორ და სად დატრიალდა უბედურება?
რკინის მილი უცებ ჩამოვარდა, სამსახურში წასულ კაცს დაეცა და იქვე დაიღუპა – როგორ და სად დატრიალდა უბედურება?
30.12.25, საზოგადოება
ახლახანს მკვლელობა მოხდა, სავარაუდოდ მეგობარმა მეგობარი მოკლა. სად მოხდა შემთხვევა?
ახლახანს მკვლელობა მოხდა, სავარაუდოდ მეგობარმა მეგობარი მოკლა. სად მოხდა შემთხვევა?
08.01.26, საზოგადოება / კრიმინალი