“ასმათი გონს მოვიდა! შვილთან დალაპარაკება ისურვა… მად­ლო­ბა უფალს ამ სას­წა­უ­ლის­თვის” – როგორია 20 წლის გოგოს მდგომარეობა, რომლის გადარჩენასაც მთელი ქვეყანა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი ადევ­ნებს თვალს?

“ასმათი გონს მოვიდა! შვილთან დალაპარაკება ისურვა… მად­ლო­ბა უფალს ამ სას­წა­უ­ლის­თვის” – როგორია 20 წლის გოგოს მდგომარეობა, რომლის გადარჩენასაც მთელი ქვეყანა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი ადევ­ნებს თვალს?

სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე დღეა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი ადევ­ნებს თვალს 20 წლის ას­მათ ბე­რი­ძის ის­ტო­რი­ას. ახალ­გაზ­რდა დე­დას, რო­მელ­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მძი­მე ინ­ფექ­ცია – ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა თურ­ქეთ­ში, სამ­სუ­ნის კლი­ნი­კა­ში მო­უ­წია. მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უმოკ­ლეს დრო­ში შეძ­ლო რე­ა­ნი­მო­ბი­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა, გო­გო­ნა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში. დღეს კი თურ­ქე­თი­დან იმე­დის­მომ­ცე­მი ამ­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ას­მა­თის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ სან­დრა ზო­ი­ძე ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს თურ­ქე­თის კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

“ას­მა­თი გონს მო­ვი­და თუ არა, შვილ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ისურ­ვა. მად­ლო­ბა უფალს ამ სას­წა­უ­ლის­თვის! მად­ლო­ბა თქვენ, ჩემო საყ­ვარ­ლე­ბო. უგო­ნოდ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, გონს მო­ვი­და – სა­კუ­თარ დე­და­საც ვერ ცნობ­და…

სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს ვხე­დავ თქვენს თვა­ლებ­ზე ახლა, სი­ა­მა­ყით აჩე­ჩილ მხრებს ვხე­დავ წარ­მო­სახ­ვა­ში. სწო­რედ თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბით მო­ხერ­ხდა ელ­ვის სის­წრა­ფით თან­ხის აგ­რო­ვე­ბა, მაგ­რამ ასე ვერ დავ­ტო­ვებთ, რთუ­ლი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი ისევ. ერ­თად შევ­ძლებთ ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას ამ საქ­მის, ვიცი. გი­ლო­ცავთ ქარ­თვე­ლე­ბო, ერ­თი­ა­ნო­ბით შევ­ძე­ლით! უღ­რმე­სი მად­ლო­ბა თურ­ქე­თის ზე­სა­ო­ცარ ექი­მებს.“

“ამბების” ინფორმაციით, უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რია რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­თუმ­ში და­ი­წყო. ას­მათ ბე­რი­ძემ მე­ო­რე შვილ­ზე, ალი­სი­ა­ზე იმ­შო­ბი­ა­რა. მას ასე­ვე ჰყავს უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, წლი­ნა­ხევ­რის ანა­ბე­ლი. სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი პა­პი­ძე იხ­სე­ნე­ბენ, კლი­ნი­კა­ში დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა არ მოხ­და. მე­უღ­ლის დე­ი­და, მზია ზო­ი­ძე, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს, იხ­სე­ნებს იმ მძი­მე წუ­თებს, როცა გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ცდი­ლობ­დნენ:

“ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ფეხ­ზე ადგა, კარ­გად იყო. მერე უთ­ქვამს, თავი მტკი­ვაო, მის­ცეს ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ღა­მით კი სა­წოლ­ში გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი ნა­ხეს. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ეპი­ლეფ­სი­ა­აო. გა­გიჟ­და ოჯა­ხი, რა ეპი­ლეფ­სია, გო­გოს არა­ფე­რი სჭირ­დაო! ანა­ლი­ზე­ბი თურ­ქეთ­ში გა­მო­ვაგ­ზავ­ნე და აქა­ურ­მა ექიმ­მა პირ­და­პირ მი­თხრა – კა­ტას­ტრო­ფუ­ლად ცუდი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბია, ერთი წუ­თიც არ და­კარ­გო­თო.

ბო­ლოს გა­ირ­კვა, რომ ეს იყო ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბაქ­ტე­რია ორ­გა­ნიზ­მში სპი­ნა­ლუ­რი გა­უტ­კი­ვა­რე­ბის დროს შე­ვი­და და სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. რომ არა ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა და ოპე­რა­ტი­უ­ლი გა­დაყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში, შე­საძ­ლოა, დღეს ასე­თი იმე­დი­ა­ნი ამ­ბე­ბი არ გვქო­ნო­და.“

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­მათ­მა ლა­პა­რა­კი და­ი­წყო და ახ­ლობ­ლებს ცნობს, კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს ყო­ველ­გვა­რი პა­რა­ლი­ზე­ბა ან გარ­თუ­ლე­ბა.

წყარო: ambebi


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
20.01.26, საზოგადოება
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
13.02.26, საზოგადოება / კრიმინალი
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
23.02.26, საზოგადოება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
სალმე გოგიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს – მასსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება გრძელდება
28.08.25, საზოგადოება