„8 ადა­მი­ან­მა მოკ­ლა გი­ორ­გი, 20-25 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი, სას­ტი­კად სცე­მეს“ – პოლონეთში მოკლულ ქართველი ბიჭის მკვლელობაზე შემაძრწუნებელი დეტალები გაირკვა

„8 ადა­მი­ან­მა მოკ­ლა გი­ორ­გი, 20-25 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი, სას­ტი­კად სცე­მეს“ – პოლონეთში მოკლულ ქართველი ბიჭის მკვლელობაზე შემაძრწუნებელი დეტალები გაირკვა

სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და პო­ლო­ნეთ­ში – მოკ­ლუ­ლია ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, გი­ორ­გი ჭი­ლაშ­ვი­ლი. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ გოჟუვ-ველ­კო­პოლ­სკი­ში (Gorzów Wielkopolski) მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი 24-25 აპ­რი­ლის ღა­მეს მოხ­და. სამი ნაც­ნო­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ე.წ. „კი­ბე­ებ­თან“, დროს ერ­თად ატა­რებ­და და ალ­კოჰოლს მო­იხ­მარ­და. მათ­გან ორმა იქვე გამ­ვლელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მა­მა­კაცს ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში სას­ტი­კად სცემ­დნენ.

ნა­ცე­მი მა­მა­კა­ცი ქუ­ჩა­ში გამ­ვლელ­მა და­ი­ნა­ხა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იგი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ორი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა: 25 წლის გრა­ცი­ან ფ. 23 წლის მარ­ტინ კ. ორი­ვე მათ­განს ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა­ში 8 ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებ­და. მათ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ სამი მათ­გა­ნი და­ა­კა­ვა, ხუთ­ზე კი ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

„დე­დაც და დე­ი­დაც ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავს, აქ დე­ი­და ზრდი­და. ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს, თან ასე სას­ტი­კად. 8 ადა­მი­ან­მა მოკ­ლა გი­ორ­გი, 3 და­ა­კა­ვეს, ხუთს ეძე­ბენ. გი­ორ­გის დაც ჰყავს, სტუ­დენ­ტია ევ­რო­პა­შია გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით. პო­ლო­ნეთ­ში პე­რი­ო­დუ­ლად მი­დი­ო­და-ხოლ­მე, სულ იქ არ იყო. 20-25 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი, რო­გორც ვი­ცით. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, გი­ორ­გის დედა ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, ამ ტრა­გე­დი­ას რო­გორ გა­და­ი­ტანს არ ვიცი. სას­ტი­კად სცე­მეს გი­ორ­გი, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს“, – გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

პო­ლო­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბუ­ლებს არ გა­აჩ­ნი­ათ მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და სა­მუ­შაო. პო­ლო­ნუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჯგუ­ფურ ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რა­საც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვა, დამ­ნა­შა­ვე­ებს 2-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.


#პოლონეთი, შემთხვევა
CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
13.02.26, საზოგადოება / კრიმინალი
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
23.02.26, საზოგადოება
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
20.01.26, საზოგადოება
ცნობილია საშინელ ავარიაში დაიღუპული პოლიციელი ქალის ვინაობა
ცნობილია საშინელ ავარიაში დაიღუპული პოლიციელი ქალის ვინაობა
31.03.26, საზოგადოება