მანქანის გატაცებისთვის თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს – არასრულწლოვანი აქამდე მანქანის გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული!

მანქანის გატაცებისთვის თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს – არასრულწლოვანი აქამდე მანქანის გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული!

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისასა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
“თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა… ვენაცვალე მასეთ პოლიციას” – ვინ აღმოჩნდნენ თავდამსხმელები, რომლებმაც მოხუცი ქალი დააყაჩაღეს და სცემეს?
01.04.26, საზოგადოება
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
ზუგდიდში, ნათია ხაჩატურიანმა თავისი მეგობარი ნათია აფხაზავა დანით სასტიკად მოკლა – მიზეზი ცნობილია
14.08.25, საზოგადოება / კრიმინალი
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
20.04.26, საზოგადოება
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
დაკავებულია 34 წლის ქალი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ახლობელი ქალი მოკლა.
13.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ეზოში ჩხუბისას 35 წლამდე ახლაგაზრდა მოკლეს, ახლახანს, სად მოხდა შემთხვევა?
ეზოში ჩხუბისას 35 წლამდე ახლაგაზრდა მოკლეს, ახლახანს, სად მოხდა შემთხვევა?
20.02.26, საზოგადოება / კრიმინალი
რკინის მილი უცებ ჩამოვარდა, სამსახურში წასულ კაცს დაეცა და იქვე დაიღუპა – როგორ და სად დატრიალდა უბედურება?
რკინის მილი უცებ ჩამოვარდა, სამსახურში წასულ კაცს დაეცა და იქვე დაიღუპა – როგორ და სად დატრიალდა უბედურება?
30.12.25, საზოგადოება