,,2 ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული – ორ-ორი ძმა“ – ცნობილია, საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა

,,2 ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული – ორ-ორი ძმა“ – ცნობილია, საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა

დღეს დი­ლით გარ­და­ბან­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და – სო­ფელ ბირ­ლიკ­ში BMW – ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შემ­დეგ მან­ქა­ნა ნა­წი­ლე­ბად იქცა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის, ან წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი და მეტი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი.

უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 7ადა­მი­ა­ნი, ხოლო ერთი ახალ­გაზ­რდა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ახლა ის სიკ­ვდილს ებ­რძვის.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ბი­ჭე­ბი დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ისი­ნი ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ და სწო­რედ ამ დროს დატ­რი­ალ­და ეს მძი­მე ტრა­გე­დია. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. ტრა­გე­დია მოხ­და გარ­და­ბა­ნი – რუს­თა­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან სწრა­ფად მო­დი­ოდ­ნენ, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა.

“ჩვე­ნი სოფ­ლის, ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი ოთხი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ორი ძმა და კი­დეც ორი ძმა, ეს ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი. მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ნა­თე­სა­ვე­ბიც არი­ან. რო­გორც ვიცი, კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა იყო სა­გა­რე­ჯო­ე­ლი მან­ქა­ნა­ში. სა­გა­რე­ჯო­ე­ლე­ბიც და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან. დი­ლით ასე თქვეს, რომ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ გად­მო­ვარ­და მან­ქა­ნი­დან. ორი ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო მან­ქა­ნა­ში. ორი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე, რომ გა­ი­ზარ­და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი. რო­გორც ჩანს, ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. ვი­ცო­დი რომ შვიდ­ნი იყ­ვნენ. ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე მერ­ვეც რომ ყო­ფი­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. იმ ად­გი­ლას ვინც იყო, ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნის ნა­წილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი.

წყარო: კვირის პალიტრა


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
23.02.26, საზოგადოება
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
20.01.26, საზოგადოება
დაღუპულია არა 3, არამედ 5 ადამიანი, ყველა ახალგაზრდა, მათგან ორნი ძმები არიან, გადარჩა ერთადერთი მგზავრი – საზარელი ავარიის დეტალები
დაღუპულია არა 3, არამედ 5 ადამიანი, ყველა ახალგაზრდა, მათგან ორნი ძმები არიან, გადარჩა ერთადერთი მგზავრი – საზარელი ავარიის დეტალები
14.05.26, საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს? – ეკა კუპატაძე
13.02.26, საზოგადოება / კრიმინალი