“მთელი სოფელი ჩასულია და რაჟდენს ეძებენ… უკნიდან მანქანა დაეჯახა და გადაგდო წყალში” – გაირკვა ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც მანქანით მტკვარში გადავარდა და მეორე დღეა ვერ პოულობენ

“მთელი სოფელი ჩასულია და რაჟდენს ეძებენ… უკნიდან მანქანა დაეჯახა და გადაგდო წყალში” – გაირკვა ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც მანქანით მტკვარში გადავარდა და მეორე დღეა ვერ პოულობენ

თბი­ლის­ში, მტკვარ­ში 3 ივ­ნისს გა­და­ვარ­დნილ ავ­ტო­მო­ბილ­სა და მის მძღოლს ამ დრომ­დე ეძე­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი “ფოლკსვაგენ ჯე­ტას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გვი­ან ღა­მით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, როცა მას უკ­ნი­დან მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს რო­გორც ჩანს, ჰყავს თვითმხილ­ვე­ლე­ბი და ტრა­გე­დი­ის წუ­თი­დან მი­დის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ავ­ტო­მო­ბილს ვერ მი­აგ­ნეს.

“სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, წყალ­ში გა­და­ვარ­და, მა­ლე­ვე აღარ ჩან­და მან­ქა­ნა, ჩა­ი­ძი­რა. ვი­ღა­ცის და­უ­დევ­რო­ბამ და შე­ჯა­ხე­ბამ შე­ი­წი­რა ეს ადა­მი­ა­ნი, უკ­ნი­დან შე­ე­ჯახ­ნენ და გა­და­აგ­დო სხვა მან­ქა­ნამ” – წერს თვითმხილ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ შემ­თხვე­ვა გა­ლა­კტი­ო­ნის ხიდ­ზე მოხ­და.

“მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნილ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა “მერ­სე­დე­სის” მძღო­ლი, მო­უ­ვი­დათ ავა­რია, შემ­დეგ შე­ე­ჯახ­ნენ “პრი­უსს”. “პრი­უ­სის” მძღო­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, რო­გორც ვიცი. მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნილ ბიჭს ეძე­ბენ. ეგ სა­წყა­ლი ბიჭი და­ი­ღუ­პა” – ამ­ბობს ერთ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

“ამბების” ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეა. იგი ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ ითხვი­სი­დან იყო და თბი­ლის­ში ხე­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

“დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეს ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი. რაჟ­დე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი. ოჯა­ხი თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და. მღე­ბა­ვი იყო და მუ­შა­ობ­და ხე­ლო­ბა­ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სხვა მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. უპა­ტი­ოს­ნე­სი ბი­ჭია, მთე­ლი სო­ფე­ლი ჩა­სუ­ლია დიდი და პა­ტა­რა იქ დგას და ეძე­ბენ. ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სანს ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი, თვი­თო­ნაც უწე­სი­ე­რე­სი ბიჭი, ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი შექ­მნა და თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა ხდე­ბა ახლა ჩვენს სო­ფელ­ში. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­ნიც­დის, აქ ცხოვ­რობს მისი დედა, მამა რუ­სეთ­შია.

ახლა ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ჩემს თა­ნა­სოფ­ლე­ლებს და ამ­ბო­ბენ, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩა­მო­სუ­ლი რა­ი­ო­ნი­დან, მაშ­ვე­ლებს უკ­ვირთ ეს ხალ­ხი სულ ყვე­ლა ერთი რა­ი­ო­ნი­დან ხართ ჩა­მო­სუ­ლიო? მთე­ლი უბ­ნის ახალ­გაზ­რდო­ბა ჩა­სუ­ლია, ყვე­ლა გა­ნიც­დის. არ ვიცი ამ ახალ­გაზ­რდამ, ამ პა­ტა­რა დრო­ში რო­გორ შე­აყ­ვა­რა ასე თავი მთელ სო­ფელს. ძა­ლი­ან დიდი სო­ფე­ლია ჩვე­ნი სო­ფე­ლი. ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რაჟ­დენს “ჯეტა” ჰყავ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ მერ­სე­დე­სი შე­ე­ჯა­ხაო”, – განაცხადა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლმა სო­ფელ ითხვის­ში და­ვით მოც­რა­ძემ.

წყარო: ambebi.ge


CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია… ბავშვი სისხლისგან დაიცალა”
20.01.26, საზოგადოება
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
გაირკვა წუხელ ავარიაში დაღუპული ყველა მოზარდის ვინაობა – “საჭესთან 14 წლის მერაბი იჯდა, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ…“
23.02.26, საზოგადოება
,,2 ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული – ორ-ორი ძმა“ – ცნობილია, საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა
,,2 ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული – ორ-ორი ძმა“ – ცნობილია, საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა
14.05.26, საზოგადოება
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
“თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა ლუკას, რატომ გაიქცა? ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა” – ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან
25.08.25, კრიმინალი / საზოგადოება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი, ხვალ, ოთხშაბათს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ - მიხეილ ცაგარელის განცხადება
05.08.25, საზოგადოება
დაღუპულია არა 3, არამედ 5 ადამიანი, ყველა ახალგაზრდა, მათგან ორნი ძმები არიან, გადარჩა ერთადერთი მგზავრი – საზარელი ავარიის დეტალები
დაღუპულია არა 3, არამედ 5 ადამიანი, ყველა ახალგაზრდა, მათგან ორნი ძმები არიან, გადარჩა ერთადერთი მგზავრი – საზარელი ავარიის დეტალები
14.05.26, საზოგადოება